"იქნებ ვინმე დაინტერესდეს, ჩვენი ბედით. ჩვენ დაგვერღვა ცხოვრების რიტმი და ფსიქიკა დაგვენგრა. გვიშველეთ ვინმემ, ხალხი არახართ? ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი, პრეზიდენტის რეზიდენციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელმაც თავისი ვინაობის დამალვა გვთხოვა და პრეზიდენტის შესახებ შოკისმომგვრელი ინფორმაციები მოგვაწოდა. "მე კომუნისტების დროიდან მოყოლებული 25 წელია პრეზიდენტის აპარატში ვმუშაობ.
ვიმუშავე ჯუმბერ პატიაშვილთან, ზვიად გამსახურდიასთან და ედუარდ შევარდნაძესთან. არცერთი მათგანისთვის არ შემიმჩნევია ის საეჭვო და გასაკვირი თვისებები რაც მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება და შევამჩნიე. მე თქვენთან მიხელ საკაშვილის კარგ ან ცუდ თვისებებზე კი არ მინდა საუბარი, უბრალოდ პრეზიდენტის ბოლოდროინდელი საქციელი ყოველგვარ ზღარს რომ გასცდა. ის არაადეკვატური და საშიში გახდა მის გარშემო მყოფი ადამიანებისთვის. სწორედ ამის გამო გადავწყვიტე დაგკავშირებოდით ამის შესახებ თქვენთან განვაცხადო ხმამაღლა. იქნებ ვინმემ გვიშველოს და გვიხსნას იმ საშინელებისგან, რასაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავისი სულელური ახირებებით იმ პირთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, ვინც მასთან ერთად პრეზიდენტის რეზიდენციაში მუშაობს. საქმე ეხება იმას, რომ პრეზიდენტი დღის სინათლესა და მზის შუქზე მეტად თაყვანს სცემს ღამეს, სიბნელეს და შუაღამის საქმიანობას. როცა ის საქართველოშია და კონკრეტულად თბილისში, კვირაში 3 ან 4 დღე, ხშირად შაბათ კვირასაც კი, გამოგვიძახებს ღამის 3 საათზე, წამოგვყრის მძინარე თანამშრომლებს, რაღაც უცნაური დ მარტივი საქმის გამო, რის გაკეთებაც დღის განმავლობაშია შესაძლებელია და ყველა ჩვენგანი შეშინებულები და გაოგნებულნი ერთმანეთს ვეკითხებით ამჯერად რატომ გამოგვიძახა? ხშირად ისიც მომხდარა, ლოდინით დაქანცულებს, დილის 5 -6 საათზე გვეტყვიან, ახლა წადით სახლშიო.
პრეზიდენტი ყველა სერიოზული ბიზნეს-გარიგებას უცხოელ პარტნიორებთან, სწორედ შუაღამისას 3-4 საათზე ან დილის 5 სათზე აწერდა ხელს. ნაციონალებისთვის ხომ საკრარული ციფრი "5" იყო და დოკუმენტაციაზე ხელმოწერა ძირითადად 5 საათზე ფიქსირდებოდა. ასევე ხდებოდა პრეზიდენტის სასახლის მშენებლობის დროს. 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა სასახლის მშენებლობა. მუშებს პრარაბთა რამდენიმე კაციანი ჯგუფი აკონტროლებდა. მიუხედავად ამისა მშენებლებლობის ხელმძღვანელ პირებს სიცოცხლე ჰქონდათ გამწარებული. მოვარდებოდა პრეზიდენტი მოულოდნელად ღამის 3-4 საათზე, იკითხავდა ყვირილით და კივილით, სად არის შარაბიძეეე??? მოარბენინებდა შუაღამეზე ნიკო შარაბიძეს და ჩაჰკირკიტებდა ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციას, თუ როგორ და რომელი ბიზნესმენისთვის შეეწერათ მშენებლობისთვის საჭირო თანხები. ამ დროს მის გვერდით, მაშინდელი ფინანსური პოლიციის უფროსი დავით კეზერაშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი იყვნენ. ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი იყო პრეზიდენტის სასახლის მშენებელი სს "ინჟმშენის" დირექტორი ნიკო შარაბიძე, რომელსაც სააკაშვილმა სასახლის მშენებლობა დაასრულებია, მშენებლობის თანხა არ გადაუხადა, ინჟმშენის კუთვნილი 6 მილიონის ღირებულების ქონება წაართვა, სს "ინჟმშენი" გააკოტრა და ნიკო შარაბიძე დაიჭირა.
პრეზიდენტის სასახლეს შუაღამისას 3-4 საათზე ხშირად სტუმრობდნენ `ღამურები~ ვანო მერაბიშვილი, გიგა ბოკერია, დავით კეზერაშვილი, ძმები ახალაიები და გიგი უგულავა. ამ დროისთვის სასახლის მშენებლობა დამთავრებულიც არ იყო. მხოლოდ ფლიგელის მცირე ნაწილი იყო, პრეზიდენტის აპარტამენტი სადაც ის თავის ღამის სტუმრებს ხვდებოდა. სწორედ ამ აპარტამენტში მოჰყავდა მას ღამის 3-4 საათზე შოუბიზნესის ცნობილი ქალები გასართობად და იყო გათენებამდე ღრიანცელი და გართობა. სწორედ მშენებლობა დაუსრულებელ სასახლეში იდგა ბიზნესმენთა რიგი, რომელთაც პრეზიდენტის სასახლის მშენებლობისთვის ხარკი უნდა გაეღოთ. იმ ბიზნესმენებს რომელთაც ხარკისთვის საკმარისი თანხა არ ჰქონდა, თავიანთი უძრავი ქონების დოკუმენტაციით და ნოტარიუსით მოდიოდნენ, ხდებოდა ქონების გადაფორმება და ჩუქება სახელმწიფოსთვის დილის 4-5 საათზე. ყველა დოკუმენტს პრეზიდენტი ეცნობოდა და მაას დეტალური ინფორმაცია ჰქონდა ყველა ბიზნესმენის ქონების შესახებ. ერთხელ მახსოვს, ერთ-ერთ ბიზნესმენი უძრავი ქონების დოკუმენტაციით და თავისი ნოტარიუსით მოვიდა და ხელისუფლებას 10 მილიონის ღირებულების ქონება ერთ ღამეში გადაუფორმა. სულ ცოტა ხანში კი რიგი დადგა ნოტარიუსების პრეზიდენტის რეზიდენციაში. ერთხელ ერთ ნოტარიუსს დილის ხუთისნახევარზე გული შეუწუხდა და სასწრაფო გამოვიძახეთ. ნოტარიუსს 400-მდე ჰქონდა შაქარი აწეული, ალბათ ვერ გაუძლო ამდენ ნერვიულობას და უსამართლობას, მას შემდეგ ის ქალბატონი დიაბეტით დაავადდა.
მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვალა და ნაციონალები არჩევნებში დამარცხდნენ, სააკაშვილის ფსიქიკა კონტროლს არ ექვემდებარება და ის გახდა ყველაზე საშიში და არაადეკვატური, ვიდრე ეს იყო ადრე. სულ ცოტა ხნის წინ მან დააჯილდოვა საზოგადო მოღვაწეები და ორი ერთი თვე პრაქტიკულად თანამშრომლებს არ გვიძინია, ჩაცმულები ვიძინებდით, რდგანაც არ ვიცოდით რა დროს გამოგვიძახებდნენ რეზიდენციაში დოკუმენტაციის შესადგენად. ყველა დასაჯილდოვებელ ადამიანს ღამის 4 საათზე შეხვდა პრეზიდენტი. უბრალოდ ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი? იყო შევარდნაძის ხელისუფლებაში შს და უშიშროების მინისტრი შოთა კვირაია, რომელიც მზის შუქს და დღის სინათლეს ვერ იტანდა. ერთხელ დოკუმენტაცია წარვუდგინე ხელმოსაწერად და გავაცანი ბატონ შოთას. რომ შევედი კაბინეტში, ცუდად გავხდი, უზარმაზარ ოთახს არცერთი ფანჯარა ჰქონდა. ეს შს მინისტრობის დროს. უშიშროების მინისტრადაც რომ დაინიშნა, იქაც იგივე მდგომარეობა იყო, უფანჯრო კაბინეტში იჯდა. რომ ვიკითხე მითხრეს რომ ვერ იტანს დღის სინათლეს. რაღაც მსგავსება არის თითქოს შოთა კვირაიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის. ბატონ შოთასაც უყვარდა სიბნელე და მიხეილ სააკაშვილსაც უყვარს შუაღამის ცხოვრება. შოთა კვირაია გარდაცვლილია და არ მინდა კიდევ სხვა მსგავსების შესახებ ვისაუბრო.... არ არის უბრალოდ ქრისტიანული საქციელი... მოკლედ, რაც უნდა ის უყვარდეს, მაგრამ როცა ქვეყნის პრეზიდენტი ასე არაადეკვატურად იქცევა და დამლაგებელს, ტექნიკურ მუშაკს და დეპარტამენტის თავმჯდომარეს ღამის 4 სათზე სამსახურში იძახებს, არ არის ადეკვატური საქციელი ხომ? იქნებ ვინმემ შეაჩეროს ეს ადამიანი, რომელიც დღითიდღე უფრო და უფრო საშიში ხდება"განაცხადა ჩემთან საუბარში პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.
ხსენებული ინფორმაცია, ჩვენს რამდენიმე კონფიდენციალურ წყაროსთან გადავამოწმეთ. პრეზიდენტის ყოფილ დაცვის წევრთან, პრეზიდენტის სამზარეულოს და ადმინისტრაციის თანამშრომელებთან, რომლებმაც ერთხმად აღიარეს, რომ პრეზიდენტი თავის უტაქტო და არაადეკვატური ქცევებით სულ გამოირჩეოდა, მაგრამ მსგავსი არაადეკვატური, რაც ახლაა პრეზიდენტი ბოლო 9 წლის განმავლობაში ნამდვილად არ ყოფილა. თუ გადავრჩით ხომ კარგი, ყველამ ერთად მოგვილოცეთო, ღიმილით განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ჩემთან საუბარში, თუ არადა მიხეილ სააკაშვილს რომ აწყობს ახლა სიგიჟე ისე არავის და ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ მას აწყობს გიჟის ხალათი ჩაიცვას, ვიდრე პასუხი აგოს იმ მრავალი დანაშაულისთვის, რაც მან ბოლო 9 განმავლობაში ქვეყნის წინააღმდეგ ჩაიდინა.
მოკლედ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები და ის ადამიაანები, ვისაც მიხეილ სააკაშვილთან ამ ბოლოდროს შემხებლობა აქვს, ხუმრობის გარეშე და მთელი სერიოზულობით, დახმარებას ითხოვენ. იქნებ შესაბამისმა სამსახურებმა ეს საკითხი კონტროლზე აიყვანონ?!