მსოფლიოს ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი

მსოფლიოს ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი ურუგვაის პრეზიდენტი ხოსე მუხიკოა. ის საკუთარი ხელფასის 90%-ს ქველმოქმედებაზე ხარჯავს და მდიდრული აპარტამენტების ნაცვლად, სოფლის პატარა სახლში ცხოვრობს.
"მე საკუთარ თავს ღარიბად არ ვთვლი. ღარიბები ისინი არიან, ვინც მთელი ცხოვრება იმისთვის შრომობს, რომ სიმდიდრეში იცხოვროს. მათ ყოველთვის მეტი და მეტი უნდათ. სინამდვილეში ეს თავისუფლების საკითხია. თუ შენ ცოტა ნივთი გაქვს, მაშინ არ აქვს აზრი მონასავით შრომას, მხოლოდ იმისთვის რომ მეტი დააგროვო. ამის გამო, მეტი დრო გრჩება საკუთარი თავისთვის. შეიძლება ამის გამო მოხუც შეშლილს ვგავარ, მაგრამ მე ასე ვცხოვრობ მთელი ცხოვრებაა. ეს ჩემი არჩევანია" - ამბობს 77 წლის პრეზიდენტი.

მომზადებულია BBC.com-ის მიხედვით