როდესაც ვკითხულობდი ქართულ ყვითელ, ბულვარულ პრესას, მიკვირდა პოლიტიკოსთა სიჭარბე და მათი პროცენტულად მაღალი თანაფარდობა შოუბიზნესის და ხელოვნების წარმომადგენლებთან შედარებით. არადა, დასავლეთში პირიქითაა - პოლიტიკური სახე იშვიათად თუ მოხვდება ასეთ გამოცემებში. იქ მხოლოდ შოუბიზნესის ქურუმები და ხელოვანნი არიან წამოწეულნი.
ეს კი თანამდებობის პირთა და სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერთა ყოველთვიური ხელფასებია, 2013 წლისა, გაზეთი "ალიას" მონაცემებით:
ზურაბ ტყემალაძე (მრეწველთა პარტია) - 56 875 ლარი (ყოველთვიურად)
კახა შარტავა (ფორუმი) - 21 000 ლარი (ყოველთვიურად)
ნინო ბურჯანაძე (დემოკრატიული მოძრაობა) - 12 500 ლარი (- - - - )
ლევან ვეფხვაძე (ქდმ) - 30 000 ლარი (- - - - )
გიორგი ახვლედიანი (ქდმ) - 27 500 ლარი (- - - - )
პაატა დავითაია (ევროპელი დემოკრატები) - 42 000 ლარი (- - - - )
ზვიად ძიძიგური (კონსერავატორები) - 12 750 ლარი ( - - - -)
სერგო ჯავახაძე (სამართლიანი საქარველოსთვის) - 4000 ლარი ( - - - )
ბაჩუკი ქარდავა (ედპ) - 7500 ლარი (- - - - )
ირაკლი ქადაგიშვილი (თავისუფალი დემოკრატები) - 23 500 ლარი (- - - )
ქეთევან ურდულაშვილი (კუკავას პარტია) - 3088 ლარი (- - - - )
თეიმურაზ მურვანიძე (ს. ზურაბიშვილი, საქართველოს გზა) - 16 750 ლარი (- - - )
არმაზ ახვლედიანი (ქართული ოცნება) - 8899 ლარი (- - - -)
ელენე ჯავახაძე (ერთიანი ნაც. მოძრაობა) - 18 000 ლარი (- - - - )
თამარ რომელაშვილი (რესპუბლიკური პარტია) - 16 800 ლარი (- - - - )
გოგი გახარია (სასჯელაღსრულების დეპარტამენტი) - 39 130 ლარი (- - - - )
ანუ ყველა აქ ჩამოთვლილი ყველა ხელფასი ყოველთვიურია, თუ "ალიას" მონაცემს დავეყრდნობით.
ელიტა ჩვენი პოლიტბიზნესის
შესატანია წიგნში გინესის.