ძიძა, რომელიც არაადამიანურად ეპყრობა 11 თვის ბავშვს (ვიდეო)


არაადამიანური მოპყრობის ფაქტი დაფიქსირდა ინდოეთის ერთერთ ქალაქში, ძიძა 11 თვის ბავშვს სცემდა და ფიზიკურად უსწორდებოდა. მშობლებმა შვილს სხეულზე სისხლჩაქცევები შეამჩნიეს, რის შემდეგაც სახლში სათვალთვალო კამერები დაამონტაჟეს. ფაქტი კი ზედმეტად შემზარავი აღმოჩნდა.


ვანდალური მოპყრობის შედეგად, ბიჭუნას სამედიცინო ჩარევები დასჭირდა, ასევე მას ბავშვთა ფსიქოლოგთან კონსულტაციები დაენიშნა.

ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, ფსიქოლოგების განმარტებით ძიძას ფსიქიკური პრობლემები აქვს.