ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან ერთად პარლამენტის შენობაში გამოვიდა. ჟურნალისტების კითხვას, თუ რა რეპლიკით მიმართა მან ბესელიას, მარგველაშვილმა თავი აარიდა, ხოლო ბესელიამ განმარტა, რომ გავრცელებული ინფორმაცია მისი განცხადების თაობაზე კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო.