მომღერალმა გენიტალიების გამოჩენის გამო ბოდიში მოიხადა

გლასტონბერის ფესტივალზე გამოსვლის შემდეგ 29 წლის ბრიტანელ პოპ-მომღერალ ლილი ალენს კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა თავზე. ის არ იკმარა, რომ ფესტივალის ერთ-ერთ დღეს საჯაროდ მიუძღვნა სიმღერა Fuck You ფიფას პრეზიდენტ იოზეფ ბლატერს, რითაც მიანიშნა კორუფციაზე, რაც მისი აზრით, მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე ბატონობს. 


ერთ-ერთი გამოსვლის დროს მეტისმეტად შიშველი გამოვიდა და სიმღერისას გენიტალიები გამოაჩინა. მართალია, მერე ბევრი ამბობდა, რომ ეს უბრალოდ ტრუსი იყო, ამგვარი ნახატით, მაგრამ ალენს მაინც მოუწია ბოდიშის მოხდა მეტისმეტი გულახდილობისთვის.