კანის აღმდგენი, პიგმენტური ლაქების გასაქრობი ნიღბები ჟელატინისგან + ლიფტინგ ეფექტი

ჟელატინის ნიღებებს ძლიერი აღმდგენი ეფექტი აქვს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და შესაბამისად კანის ფერს, ასწორებს ნაოჭებს, აქრობს პიგმენტურ ლაქებს და ჭორფლს. 
ჟელატინის ნიღაბი ბანანით

2 სუფრის კოვზ ადუღებულ წყალში ჩაყარეთ 1 ჩაის კოვზი ჟელატინი და აცალეთ გაფუება.
შემდეგ გახსნილ ჟელატინში ჩაუმატეთ 2 ჩაის კოვზი ბანანის პიურე, კარგად აურიეთ და დაიდეთ სუფთა სახეზე.
გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი ჟელატინისგან, გლიცერინისა და თაფლისგან.


ერთმანეთში აურიეთ 4 სუფრის კოვზი გლიცერინი
2 ჩაის კოვზი თაფლი
2 ჩაის კოვზი ჟელატინი
4 სუფრის კოვზი წყალი.

მიღებული მასა დადგით დაბალ ცეცხლე და ურიეთ მანამ, სანამ ყველა ინგრედიენტი არ გაიხსნება.
შემდეგ დაუმატეთ კიდევ 4 სუფრის კოვზი ადუღებული წყალი, კარგად აურიეთ და გადაიტანეთ მასა მინის თავდახურულ ჭურჭელში.
ნიღაბი დაიდეთ სახეზე 20 წუთი. ჩამობანვის შემდეგ წაისვით დამნამავი კრემი.
ეს ნიღაბი შეგიძლიათ შიენახოთ მაცივარში დიდი ხნით.