ვანო მერაბიშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმას აპირებს.
როგორც სასამართლო სხდომამდე ჟურნალისტებს პროკურორმა ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა, დასკვნითი სიტყვის დასასრულს პროკურატურა პირველი ინსტანციის განაჩენის ძალაში დატოვებას მოითხოვს.
"პროკურატურა მოითხოვს პირველი ინსტანციის განაჩენის ძალაში დატოვებას, გამომდინარე იქიდან,
რომ დაცვის მხარეს სააპელაციო სასამართლოში რაიმე ახალი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც გამამატყუნებელი განაჩენის შეცვლის საფუძველი იქნებოდა", - განაცხადა პროკურორმა.
პროცესი მიმდინარეობს 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით წაყენებულ ბრალდებაზე. საქალაქო სასამართლომ ვანო მერაბიშვილს აღნიშნულ საქმეზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მერაბიშვილმა სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
სასამართლოს დღევანდელ სხდომას ესწრება უკარინელი პოლიტიკოსი, უკრაინის ყოფილი შს მინისტრი იური ლუცენკო. სხდომას ასევე ესწრებიან ვანო მერაბიშვილის დედა, მეუღლე და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები.