მიუხედევად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესს არ დასასწრებოდა, პრეზიდენტი საკნონმდებლო ორგანიში მივიდა. დღის მანძილზე კი უმრავლესობის წევრები აღნიშნულთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარ განცხადებებს აკეთებდნენ.
ეკა ბესელიამ კი ჟურნალისტებს კითხვაზე- დაესწრება თუ არა პრეზიდენტი რატიფიცირების პროცესს ასე უპასუხა-„დღეს ეს დარბაზი ყველას ვერ დაიტევს“. პრეზიდენტი კი შუადღისთვის მივიდა პარლამენტში და აღნიშნა, რომ მას საკანონმდებლო ორგანიში მისასვლელად მიწვევა არ სჭირდება. სასესიო დარბაზში შესვლის დროს კი როდესაც გიორგი მარგველაშვილი დეპუტატებს ესალმებოდა, მან გავრცელებული ინფორმაციით, ეკა ბესელიას მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე უპასუხა-„ხომ დავეტიე?!“. თუმცა პრეზიდენტის ეს რეპლიკა ვიდეო-მასალაში არ ისმის. ინფორმაციას ის ჟურნალისტები , რომლებიც სასესიო დარბაზში მუშაობენ სოციალურ ქსელში ავრცელებენ.