რა მოხდა ”იმედზე”? - ინგა გრიგოლიამ პირდაპირი ეთერის გაჩერება მოითხოვა

"იმედის კვირაში" მანანა კობახიძის სტუმრობას მცირე ინციდენტი მოჰყვა. მანანა კობახიძემ პრეტენზია გამოთქვა იმის გამო, რომ მისი თქმით, ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ წინა სტუმარს - გიგა ბოკერიას უფრო მეტი დრო დაუთმო, ვიდრე მას. ამ ინციდენტს ტელეწამყვანის გადაწყვეტილება მოჰყვა, რომ გაჩერებულიყო გადაცემა, რათა პროდიუსერებს დაეთვალათ ზუსტი დრო, თუ ვის რამდენი წუთი დაეთმო სტუმრობისას.