ვინ არის ულამაზესი სალომე ბაჯელიძე, რომელიც გიორგი აბაშიძემ მეორედ მოიყვანა ცოლად (16 ფოტო)

გიორგი აბაშიძე ყოფილ მეუღლეზე ხელახლა დაქორწინდა. ასლან აბაშიძის ვაჟმა სალომე ბაჯელიძესთან, რომელიც წლების წინ მისი მეუღლე იყო, ბათუმში მოაწერა ხელი.

პირველად, როდესაც წყვილმა იქორწინა, გიორგი აბაშიძე 27 წლის, ხოლო სალომე მასზე ათი წლით უმცროსი, 17 წლის იყო. წყვილის პირველი ქორწინება

2003 წელს შედგა, თუმცა იმის გამო, რომ სალომეს მამა მისი გათხოვების შემდეგ მალევე გარდაიცვალა, წყვილს არც ჯვრისწერა ჰქონია, არც ქორწილი და არც თაფლობის თვე.


იმის მიუხედავად, რომ სალომე პრესას ყოველთვის აინტერესებდა, მას საჯაროდ პირად ურთიერთობებზე არასდროს უსაუბრია.

გთავაზობთ გალერეას, რომელშიც სალომე ბაჯელიძის ფოტოებია წარმოდგენილი "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან.