სომეხი მამაკაცი ამტკიცებს, რომ გიორგი მარგველაშვილის ალალი ძმაა - "5 თვე წამებაში ვარ, 10 წუთით მანახეთ" (+ვიდეო)



28 მაისს "ევრაზიული არჩევანის" მხარდამჭერებმა ავლაბრის მეტროდან პრეზიდენტის სასახლემდე მსვლელობა მოაწყეს, სადაც მათ საპროტესტო აქცია გამართეს. იქამდე, ვიდრე აქციის მონაწილეები ავლაბრის მეტროდან პრეზიდენტის სასახლესთან გადაინაცვლებდნენ, ჩვენმა ჟურნალისტებმა დააფიქსირეს მამაკაცი, რომელიც მედიის ყურადღების მიპყრობას ცდილობ

და. მამაკაცი ამტკიცებდა, რომ გიორგი მარგველაშვილის ძმაა და ჟურნალისტებს პრეზიდენტისთვის ხმის მისაწვდომად დახმარება სთხოვა.


- ჩემი ალალი ძმის ნახვა მინდა, გიორგი მარგველაშვილის, მეტი არაფერი. რა, უფლება არ მაქვს, რომ პრეზიდენტად დავაყენო, უფლება არა მაქვს, რომ ათი წუთით ვნახო?

-იცნობთ გიორგი მარგველაშვილს?
- ვიცნობ?! მოდი, წამოდი, ჩემთან ერთად ნახე, კაცი სიხარულისგან რა დღეში ჩავარდება... რას ლაპარაკობთ, კაცი მეძებს, ვერ მპოულობს. 5 თვე წამებაში ვარ, არ შეიძლება 10 წუთით ვნახო საკუთარი ძმა? თქვენ კამერები გაქვთ, გადამიღეთ და მიაწვდინეთ ხმა, კარენ გურგენავა ვარ.