ჩიორა თაქთაქიშვილმა ნაციონალური მოძრაობა დატოვა


საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა ნაციონალური მოძრაობის რიგები დატოვა.

როგორც თაქთაქიშვილმა განაცხადა, ის საქმიანობას არასამთავრობო სექტორში განაგრძობს და სულიერად მისი მეგობრების გვერდით იდგება.


“გადავწყვიტე გავემიჯნო პოლიტიკას და დროებით, გარე თვალით შევხედო მოვლენებს, რათა უკეთ დავინახო ის,რასაც პოლიტიკაში მოსული ადამიანები ხშირ შემთხვევაში ვერ ხედავენ და მხოლოდ მას შემდეგ დავბრუნდე დიდ პოლიტიკაში, რაც დავინახავ თუ რა სურს რეალურად ქართულ საზოგადოებას”- აცხადებს ჩიორა თაქთაქიშვილი.