კოღოების მოსაგერიებელი ბუნებრივი საშუალება – ვამზადებთ საკუთარი ხელით!



ზაფხული მოდის და აბეზარი მწერებისგან თავის დაცვის დროც მოვიდა. ყველაზე პრობლემური ამ დროს კოღოების მოგერიებაა. ამ მავნე მწერის ნაკბენი ხშირად სერიოზული დაავადების მიზეზიც კი ხდება, რომ აღარაფერი ვთქვათ ქავილისგან გამოწვეულ დისკომფორტზე. 

რა თქმა უნდა, არსებობს უამრავი საშუალება, რომლითაც კოღოს ხაფანგს დაუგებთ, მაგრამ ისინი ხშირად ქიმიურია და ადამიანის ჯანმრთელობასაც ვნებს. 

ამ მოწყობილობის დამზადებას კი თავად ძალიან მარტივად შეძლებთ. 

დაგჭირდებათ : 1,5-ლიტრიანი პლასტმასის ბოთლი, თბილი წყალი, შაქარი და საფუარი.

მომზადების წესი:



1. 1,5-ლიტრიან პლასტმასის ბოთლს მოაჭერით თავი.






2. ჩაასხით ბოთლში 200 მლ თბილი წყალი და ჩაყარეთ 50 გრ შაქარი.














3. დაელოდეთ, სანამ შაქარი ფსკერზე დაილექება და დაუმატეთ 1 გრ საფუარი (ნუ მოურევთ).





4. ბოთლის მოჭრილი თავი ამოატრიალეთ და წვრილი ყელით ჩაარჭვეთ ხსნარიან ბოთლში.
















5. ახლა მჭიდროდ შემოახვიეთ ბოთლს გაზეთი.





6. დადგით ბნელ კუთხეში და დაელოდეთ თქვენს მსხვერპლს.