ირინა ბაირამაშვილმა 4 წლით უმცროსი ქმარი გააგიჟა


ირინა ბაირამაშვილმა 20 მაისს ხელი მოაწერა. ამის შესახებ თიკა ჯამბურიამ ამცნო საქართველოს. მან "ფეისბუქზე" მიულოცა ირინას გათხოვება. ადამიანი, ვისთან ურთიერთობაც მომღერალმა ასე სპონტანურად გააოფიციალურა მიხეილ ღაღაშვილია. ერთმანეთს მხოლოდ თვენახევარია იცნობენ. თვლიან, რომ გიჟურად მოიქცნენ, მაგრამ სიყვარულის სახელით. ნიშნობა და ხელის მოწერა "როიალ ბატონში" ჰქონდათ. 24 წლის მიკა სამი წელია პარიზში ცხოვრობს. ჯერ ენა შეისწავლა. მერე კი "ლორეალის" კომპანიაში სუპევაიზერის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა. პარფიუმერია თავზე საყრელი მაქვსო, ხუმრობს ირინა.
სამი წლის განმავლობაში სულ სამჯერ იყო მიკა საქარეთველოში. თვენახევრის წინ მორიგი მოკლე ვიზიტი ჰქონდა დაგეგმილი. მაგრამ ბედისწერამ 28 წლის ირინა ბაირამაშვილს შეახვედრა. ყველაფერი თავდაყირა დადგა. მიკა საგარეჯოში ჩავიდა ბებიასთან. ირინა მეგობარმა პარიზიდან ოთხი დღის წინ ჩამოსულ მიკასთან მიიყვანა სტუმრად. ირინამ და მიკამ "პრაიმტაიმს" ვრცელი ინტერვიუ მისცეს, გთვაზობთ ამონარიდს.

მიკა: ირინას აქამდე გვერდით არ ჰყავდა ისეთი მამაკაცი, რომელიც შეძლებდა ირინასთვის მიეცა ძალა, რომ მისთვის საყვარელი ადამიანისთვის ლამაზი შინაგანი სამყარო დაენახებინა. მე შევძელი, რომ მას ეს ყველაფერი გამოემჟღავნებინა. ეს დავინახე, დავაფასე და შევიყვარე. სულ მინდოდა ბოლომდე გავგიჟებულიყავი. აქამდე რეალურ სამყაროს ვუბრუნდებოდი, არ მქონდა სრული გაგიჟების საშუალება. მიხარია, რომ ირინასთან ერთად სრულად გავგიჟდი.