კლეოპატრას სილამაზის საიდუმლო - ალოეს კრემი + რეცეპტი


ალოე ასუფთავებს კანს, ავიწროვებს ფორებს, აქვს სამკურნალო თვისებები. იგი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რადგან შესანიშნავად მოქმედებს კანის ანთებით ჩირქოვან პროცესებზე. ამიტომ კარგი კოსმეტიკური საშუალებაცაა. ძველ ეგვიპტეში, საბერძნეთსა და რომში ალოესაგან სახის კრემს ამზადებდნენ. ჩვენამდე მოაღწია კლეოპატრას კრემის რეცეპტმა. 


კრემის მომზადების წესი: აიღეთ პატარა ზომის ემალის თასი, მოათავსეთ შიგნით 5 გრ ალოეს ფხვნილი, გახსენით 40 მლ გამოხდილ წყალში, დაუმატეთ 20 მლ ვარდის წყალი, 10 გრ თაფლი და თასი ჩადგით მდუღარე წყლიან ქვაბში. თანდათანობით დაუმატეთ გამდნარი ღორის ქონი და თან გამუდმებით ურიეთ (ძალიან ნუ გააცხელებთ). მზა კრემი გადაიტანეთ შესაბამის ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში. ძილის წინ, დაბანის შემდეგ, წაისვით სახისა და ყელის არეში.

წყარო: etanews.ge