უნივერსალური კარაქის კრემი ტორტის მოსართავად


შევინახოთ მაცივარში. წავუსვათ კარგად გაციებულ ბისკვიტებს 

ინგრედიენტები:

კარაქი - 200-250 გრ
კვერცხი - 4
შაქარი - 1 ჭიქა
შაქრის პუდრი - 100 გრ
ვანილი


სქელ კედლებიან და ძირიან ქვაბში გავტეხოთ კვერცხები, შევურიოთ შაქარი და დავდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე. კვერცხი უნდა გათბეს, შაქარი გადნეს, თან გამუდმებით უნდა ვურიოთ. მივიღებთ სქელ მასას. გადმოვიღოთ ცეცხლიდან, გავაციოთ, თან ხშირად ვურიოთ.
შაქრის პუდრი და კარაქი ავთქვიფოთ კარგად , დავამატოთ კვერცხის მასა და ვანილი. კრემი მზადაა. შევინახოთ მაცივარში. წავუსვათ კარგად გაციებულ ბისკვიტებს