უგემრიელესი ლიმონათი, რომელიც შეგიძლიათ მარტივად, სახლში მოამზადოთ



ინგრედიენტები:
ლიმონი - 3-4 ცალი
პიტნა - 2-3 ღერი 
ფეიხოია - 10 ცალი
შაქარი - 150 გრ
ბროწეული - 1 ცალი
გაზიანი წყალი - 1 ბოთლი

მომზადების წესი:

გამოვადინოთ 3 ცალ ლიმონს წვენი, დავუმატოთ შაქარი, პიტნა, დაჭრილი ფეიხოია, დავასხათ 100 მლ წყალი, ჩავყაროთ ყინულები და შეიკერის საშუალებით 2-3 წუთი ვამოძრაოთ.
დოქში ჩავყაროთ ყინულენი,დარჩენილი 1 ცალი ლიმონი დავჭრათ და ესეც დოქში მოვათავსოთ, პიტნის რამოდენიმე ღერი, დაჭრილი ფეიხოია, ბროწეული და უკვე გამზადებული წვენი შეიკერიდან. დავუმატოთ გაზიანი წყალი და დიდი კოვზით კარგად ამოვურიოთ.