უკრაინის ქალაქ ლუგანსკის ჩვეულებრივ კლუბში ისეთი მოდების ჩვენება გაიმართა, მსოფლიო ყურადღება მიიპყრო. თუმცა საყოველთაო შოკი სულაც არ გამოუწვევია ნაჩვენებ ულტრამოდურ სამოსს. აქ სიშიშვლე იყო ისეთი დოზით და იმგვარად მიწოდებული საზოგადოებისთვის, რომ თვით პარიზის მრავლის მნახველი მოდური ელიტაც კი გააოგნა.
მოდელების დიდი ნაწილი უცნაურად შემოსილ-გახდილი გამოვიდა. ზოგს მკერდი ჰქონდა მოშიშვლებული, ზოგს - ინტიმური ადგილები. კლუბში კი ლუგანსკის საზოგადოება მშვიდად ისხდა და ამ ყოველივეს ინდიფერენტულად შეჰყურებდა.
როგორც ჩანს, ლუგანსკში განსაკუთრებულად ''განვითარებული'' საზოგადოება ცხოვრობს.






http://www.etanews.ge/