სექსუალურმა მოდელმა მესი მანიაკობაში ამხილა



პარაგვაის საფეხბურთო ნაკრების სექსუალურმა გულშემატკივარმა ლარისა რიკელმემ, რომელიც სკანდალური გამონათქვამებით და შიშველი ფოტოსესიებით არის ცნობილი, პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს მანიაკი უწოდა. 

შეგახსენებთ, ამ გოგონამ პარაგვაის ნაკრების საგულშემატკივროდ ჟურნალის ყდაზე სრულიად შიშველმა იპოზიორა.


ამჯერად მოდელმა ლაიონელ მესის მხრიდან მისი მისამართით გამოთქმულ არაორაზროვან წინადადებებზე ისაუბრა ჟურნალისტებთან. თურმე, ცნობილი ფეხბურთელი სექსის სანაცვლოდ ფულს სთავაზობდა. 

ლარისა კი, როგორც ''პატიოსან გოგონას'' შეეფერება, არ დათანხმდა და ამბობს, რომ მესი ამის მერეც არ შეეშვა და ''მანიაკურად'' სთხოვდა შეხვედრას და ინტიმურ ურთიერთობებს. გოგონამაც არც აცია, არც აცხელა და საქვეყნოდ გამოაჭენა. ასე რომ, ახლა მესის თავის მართლება მოუწევს.