ქალმა აბორტის გაკეთების პროცესი YouTube-ზე ატვირთა

აბორტი


25 წლის ემილი ლეტსმა აბორტის გაკეთების პროცესი ფირზე აღბეჭდა და ვიდეო YouTube-ზე განათავსა. 

"მინდოდა მეჩვენებინა, რომ ეს არ არის საშიში პროცედურა. ვიცოდი, რომ მზად არ ვიყავი, ბავშვისთვის მომევლო. ამიტომ არ ვგრძნობ თავს ცუდ ადამიანად. ვიცოდი, რასაც ვაკეთებდი, სწორი იყო - ეს ჩემთვის იყო სწორი და არა სხვისთვის", - ამბობს ემილი, რომელიც პროცედურის ჩატარების მომენტში ორსულობის პირველ ტრიმესტრში იყო.

YouTube-ზე განთავსებულ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი ქალს მხარდაჭერას უცხადებს, ნაწილი კი მას "მკვლელს" უწოდებს.

ოფიციალური მონაცემებით, აშშ-ში ყოველწლიურად 1,3 მილიონი აბორტი ტარდება. აღრიცხული ქალების უმრავლესობა 20-24 წლის ასაკისაა.