5 პროდუქტი, რომელიც ტვინის მუშაობას აუმჯობესებს



როზმარინი - უამრავ სასარგებლო თვისებას შორის როზმარინი თურმე ტვინის მუშაობას ააქტიურებს.

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ როზმარინის სუნიც კი დადებითად მოქმედებს მეხსიერებაზე.

ცხიმიანი თევზი


თევზები, რომლებიც ომეგა 3-ს შეიცავენ (სკუმბრია, ქაშაყი, ორაგული), სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებენ და აუმჯობესებენ ტვინში სისხლის მიმოქცევას. თევზი აგრეთვე შეიცავს იოდს, რაც აგრეთვე სასარგებლოა ტვინის მუშაობისთვის.

სტაფილო

ეს ბოსტნეული აფერხებს ორგანიზმის დაბერებას და დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე. სტაფილოში შემავალი ნივთიერება ლუტეოლინი აჯანსაღებს უჯრედებს, რომლებიც ინფორმაციების დამახსოვრებაში გვეხმარებიან.

ბროკოლი

მაგნიუმისა და k ვიტამინის საბადოა, რაც აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. აგრეთვე, ბროკოლი შეიცავს ბორს, რომლის ნაკლებობაც აქვეითებს ტვინის აქტივობას.

ნიგოზი

ასაკის მატებასთან ერთად, ტვინის სასარგებლო უჯრედები დაბერებას იწყებენ. ნიგოზში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები კი ხელს უშლიან დაბერების პროცესს. ამიტომ, ვინც თავის რაციონს ნიგვზით გაამდიდრებს, მეხსიერებაზე აღარ დაიწუწუნებს.

http://presa.ge/