სახის იოგა



დასავლეთში სახის იოგა ძალიან პოპულარულია. ამბობენ, რომ ის მალე წარმატებით ჩაანაცვლებს ბოტოქსსა და სხვა ქირურგიულ საშუალებებს. როგორც ამ იოგის „მიმდევრები“ ამბობენ, დღეში 5-10 წუთი ვარჯიში საკმარისია ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად.
სახის იოგის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მიმდევარია ანელაისა ჰაგენი - მისი ვარჯიშები ძალიან პოპულარულია. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:


ბუდდას სახე (Buddah Face) - ეს სახის კუნთების მოსადუნებელი სავარჯიშოა. დახუჭეთ თვალები და მაქსიმალურად მოადუნეთ მთელი სახე. ეს პოზა 1 წუთის განმავლობაში შეინარჩუნეთ შემდეგ კი მისი დრო 2-3 წუთამდე გაზარდეთ.

             
თავისუფალი ენა (free you tougue) – ეს სავარჯიშო სახის კუნთების ტონუსს აძლიერებს და სისხლის მოძრაობას აუმჯობესებს. ფართოთ გააღეთ პირი და გამოყავით ენა, ისე როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები.  შეინარჩუნეთ პოზა 60 წამით. თუ თვალები რომ აგიცრემლდებათ ტოქსინებისგან თავისუფლდებით.

გამაოცე - ეს სავარჯიშო შუბლისა და წარბებს შორის ნაოჭების გასწორებას ეხმარება. გაახილეთ ფართოდ თვალები, ისე თითქოს რაიმემ გაგაოცათ, მაგრამ ამ დროს შუბლს ნუ შეჭმუხნით. მოახდინეთ თქვენს წინ მდებარე წერტილზე კონცენტრირება 5-10 წამის განმავლობაში და მოდუნდით. გაიმეორეთ 4-ჯერ.

ტაძრის მოცეკვავის თვალები - eyes of a temple dancer - ეს სავარჯიშო თვალის გაშემო კუნთებს ავარჯიშებს. მის შესასრულებლად ამოძრავეთ თვალი მარჯვნიდან მარცხნივ, არა წრიულად - არამედ მარჯვნივ-ქვემოთ-მარცხნივ და ზემოთ და საპირისპირო მიმართულებით, მხოლოდ ისე, რომ თავი არ მიაბრუნოთ.

ქათმის ფეხები - ეს სავარჯიშო თვალის გარე კუთხეში დაგროვილ ნაოჭებს ასწორებს. გაიღიმეთ, საჩვენებელი თითები მოათავსეთ თვალის გარე კუთხეებთან და დაამაგრეთ კანი. შემდეგ კი დაახლოებით 15-20-ჯერ დაძაბეთ ქუთუთოების კუნთები ისე, თითქოს თვალებს ჭუტავთ. გაიმეორეთ რამდენჯერმე.

მომღიმარი თევზი - ეს სავარჯიშო ლოყების და ტუჩების არეს უხდება. ლოყები შეწიეთ და ტუჩები ბაფთისებურად დააწყვეთ, თევზივით. ეცადეთ ტუჩის კუთხეები მაქსიმალურად დაძაბოთ და გაიღიმოთ, ისე რომ ტუჩების წყობა არ დაარღვიოთ. გაიმეორეთ 5-ჯერ.

ლომის სახე - ეს პოზა სახის კუნთებს ჭიმავს და ამშვიდებს. შეისუნთქეთ ცხვირით ბოლომდე და დაჭიმოთ მუშტები და სახის ყველა კუნთი შესუნთქულზე, დაძაბულობა რომ პიკს მიაღწევს ამოისუნთქეთ პირით, მაქსიმალურად გამოყავით ენა და თვალები ზემოთ ასწიეთ. მუჭები გახსენით.

მერლინი - ეს სავარჯიშო ტუჩებს და მის გარშემო კუნთებს ავარჯიშებს. ჩაისუნთქეთ, მოიღერეთ ყელი და განასახიერეთ ჰაეროვანი კოცნა, ნელა ამოისუნთქეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ შუბლის კუნთები არ დაგეძაბოთ. გაიმეორეთ სავარჯიშო 5-ჯერ.

მაიმუნი - ეს სავარჯიშო უხდება ქვედა ყბისა და ყელის კუნთებს, ასევე სასარგებლოა ტუჩებისთვის. თავი ოდნავ უკან გადასწიეთ და აიხედეთ ზემოთ, თუჩები დააწყვეთ მილისებურად და აქაჩეთ ზემოთ, თითქოს ზეცის კოცნა გსურთ. ამ პოზიციაში შეყოვნდით 15 წამით, შემდეგ დაუბრუნდით საწყის პოზიციას და მოდუნდით. გაიმეორეთ სავარჯიშო 4-ჯერ.

სფინქსის ღიმილი - ეს სავარჯიშო „სიცილის ნაოჭებისგან“ გათავისუფლებაში გვეხმარება, რომლებიც პირის გარშემოა მოთავსებული. მოადუნეთ სახე, შემდეგ კი გაიღიმეთ, მხოლოდ ტუჩებით, სახის დანარჩენი ნაკვთები კი ნეიტრალურ მდგომარეობაში შეინარჩუნეთ. გაიმეორეთ 3-4 ჯერ.

მარიონეტი - ეს სავარჯიშო ტუჩ-ცხვირის ნაოჭებს ასწორებს. გაიღიმეთ და თითები ტუჩ-ცხვირის ნაოჭებს დააჭირეთ. თქვენ ღიმილის საშუალებით ცდილობთ ლოყების ზემოთ აწევას, თითები კი დამატებით ზეწოლას ახდენს.

Satchmo - დაბერეთ ლოყები და ჰაერი ერთი ლოყიდან მეორეში გადაიტანეთ სანამ ჰაერი გეყოფათ, შემდეგ კი ზედა და ქვედა ტუჩებს შორის ამოძრავეთ. გაიმეორეთ სამჯერ.

ბარტყი - სავარჯიშო კისრის კუნთებს ამაგრებს და სახის ოვალს უხდება. გადაწიეთ თავი უკან და გააკეთეთ ყლაპვის მოძრაობა, ამასთან ენის წვერი პირის ცას მიადეთ, მიაბრუნეთ თავი მარცხნივ და იგივე გაიმეორეთ, ასევე მარჯვნივ. გაიმეორეთ 3-4 ჯერ.

ფუტკარი - შეისუნთქეთ ცხვირით ჰაერი და ნელა ამოისუნთქეთ ასევე ცხვირიდან ისე რომ ამავდროულად გაბმულად გამოსცეთ ბგერა „მ-მ-მ...“ მთელი ამოსუნთქვის განმავლობაში.
    სავარჯიშოების დასასრულს მოადუნეთ სახის კუნთები და შეასრულეთ სავარჯიშო „ბუდას სახე“.
    სახის იოგის ასევე კარგი დემონსტრაცია რეალითი შოუ “Real Housewives of NY City”-ში ერთერთმა პერსონაჟმა მოახდინა. რანჯანა ხანი წარმოშობით ინდოელია, ის ნიუ-იორკში 70-იან წლებში ჩავიდა და მოდელად დაიწყო მუშაობა. ამჟამად ბიჟუტერიის დიზაინერია. ახლა რანჯანა 57 წლისაა, მაგრამ ძალიან ბუნებრივად და ახალგაზრდულად გამოიყურება. ამბობს, რომ ახალგაზრდული გარეგნობის შენარჩუნებაში მხოლოდ სახის იოგა ეხმარება, რომელსაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ასრულებს. სერიალში გაკეთებული სახის იოგის დემონსტრაცია იმდენად პოპულარული გახდა, რომ რანჯანამ სპეციალური ვიდეოც ჩაწერა, სახის იოგის ვარჯიშების შესახებ. 
    გთავაზობთ სახის იოგის ვიდეოებს რანჯანას შესრულებით; ამ გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში თემატური ვიდეორებია, სადაც რანჯანას გაკვეთილსაც ნახავთ.
    თუ მოგეწონათ რანჯანას ვიდეოები სრული ვერსია შეგიძლიათ მის საიტზე შეიძინოთ. საიტის მისამართი ნახეთ თიზერის ვიდეოში.
    თუ მოგეწონათ სახის იოგა შეარჩიეთ თქვენთვის სასიამოვნო სავარჯიშოები და ივარჯიშეთ ყოველდღიურად. მათი შედეგი რამდენიმე წელიწადში გამოჩნდება, მაგრამ ისინი უდაოდ უვნებელია.