ხუთი ტიბეტური რიტუალი



თუ გრძნობთ რომ ასაკის მატებასთან ერთად თქვენი ორგანიზმი ძალას, ენერგიასა და მიმზიდველობას კარგავს, თქვენი ხერხემალი აღარ არის ძველებურად მოქნილი და გამძლე, განიცდით დაღლილობას და თქვენი იმუნური სისტემაც ისე აღარ გიცავთ, როგორც ადრე, მაშინ ეს ვარჯიშები თქვენთვისაა.  

ხუთი ტიბეტური რიტუალი ვარჯიშების უძველესი სისტემაა და მისი მთავარი დანიშნულება ორგანიზმის გაახალგაზრდავებაა. ხუთ ტიბეტურ რიტუალს, ახალგაზრდობის შადრევანს, 5 ტიბეტურ მარგალიტს, გამოცხადების ან აღმშენებლობის თვალს და სხვას უწოდებენ ხუთ მარტივ სავარჯიშოს (რიტუალს), რომელსაც როგორც ამბობენ ჯანმრთელობის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი და სხვა მრავალი პრობლემის მოგვარება შეუძლია და საგრძნობი გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს. თან იმდენად მარტივია, რომ მათი შესრულება მოხუცებსა და დავრდომილებსაც კი შეუძლიათ.
ამ სავარჯიშოების შესახებ დასავლეთმა პირველად პიტერ კედლერის 1939 წელს გამოცემული წიგნის - “Eye of Revelation” (გამოცხადების თვალი) საშუალებით შეიტყო. 1946 წელს ავტორმა წიგნი დამატებებით და შესწორებებით მეორედ გამოსცა. ამჟამად პირველი ორიგინალი გამოცემის ორი, ხოლო მეორე გამოცემის მხოლოდ ერთი ეგზემპლიარია შემორჩენილი. 
წიგნში ავტორი წერს, თუ როგორ შეხვდა ინგლისელ პოლკოვნიკს, რომელიც საკუთარ ასაკთან შედარებით ძალიან ახალგაზრდულად და მხნედ გამოიყურებოდა. პოლკოვნიკმა ავტორს გაუმხილა საკუთარი “ფორმის” საიდუმლო. მან უამბო იმ ვარჯიშების სისტემის შესახებ, რომელიც ახალგაზრობის შენარჩუნებაში დაეხმარა. ავტორი წიგნში დეტალურად აღწერს ამ სავარჯიშოებს და მათი შესრულების წესს, იმასაც თუ როგორ აღმოაჩინა ეს რიტუალები. წიგნის მიხედვით, სავარჯიშოები ტიბეტურია, თუმცა ამის დამადასტურებელი სხვა წყარო არ არსებობს, გარდა იმისა, რომ სავარჯიშოები წააგავს ტიბეტურ იოგას.
წიგნის მიხედვით, სავარჯიშოების გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აიხსნება მათი ზემოქმედებით ორგანიზმის ენერგეტიკულ ცენტრებზე. ვარჯიშების შესრულება აჩქარებს ცენტრების ბრუნვას, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად ნელდება. ავტორის თქმით ამ ცენტრების შეფერხებული მუშაობაა სიბერის, ავადმყოფობისა და სხვა უსიამოვნებების მიზეზი. ვარჯიშები კი ცენტრების გაჯანსაღებით აახალგაზრდავებენ ორგანიზმა, აჯანსაღებენ ხერხემალს, ზრდიან კონცენტრაციის უნარს, მატებენ ენერგიას და ზოგადად ფიზიკურ მდგომარეობას აუმჯობესებენ. გარდა ფიზიკური ეფექტისა აღსანიშნავია ვარჯიშების ენერგეტიკული ეფექტი. ვარჯიშების სისტემატიური შესრულება გაძლევთ საკმარის ენერგიას, რომ დღის განავლობაში საქმებს ადვილად გაუმკლავდეთ. 
სისტემა შეიცავს 5 სავარჯიშოს - რიტუალს, რომლებიც სრულდება მკაცრი თანმიმდევრობით და ზუსტად განსაზღვული რაოდენობით. მათი შესრულება საკმაოდ ადვილია და არ მოითხოვს წინასწარ ფიზიკურ მომზადებას. 
მთავარია, შესრულების სისტემატიურობა – თუ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ შეასრულოთ ვარჯიშები, მაშინ მათი კეთება არ უნდა შეწყვიტოთ. რიტუალები  ყოველ დღე უნდა შეასრულოთ და მთელი ცხოვრების განმავლობაში. დასაშვებია ვარჯიშის გამოტოვება მხოლოდ კვირაში ერთხელ. 
გამეორება და სიხშირე
ვარჯიში დაიწყეთ 3 გამეორებით, ანუ თითოეული რიტუალი შეასრულეთ ჯერ მხოლოდ სამჯერ ერთი კვირის განმავლობაში, ყოველ მომდევნო კვირას მოუმატეთ 2 გამეორება და ასე 10 კვირაში ადით 21 გამეორებაზე, რაც სრულიად საკმარისია ჯანსაღი ფორმის შესასრულებლად. ვარჯიში განაგრძეთ 21 გამეორებით.
სუნთქვა
პიტერ კედლერის გამოცემებში არ არის მითითებული ვარჯიშის დროს როგორ უნდა ვისუნთქოთ. თუმცა არსებობს ქრისტოფერ კილჰემის წიგნი ხუთი ტიბეტელის შესახებ, სადაც ავტორი თითოეული რიტუალის შესაფერის სუნთქვას სთავაზობს მკითხველს. 

პირველი რიტუალი:
დადექით გამართულად, ფეხები მხრების სიგანეზე, ხელები გაშალეთ და გამართეთ და დაიწყეთ ტრიალი მარცხნიდან მარჯვნივ. ანუ ისე, რომ იატაკზე რომ იდოს საათი, რომლის ზედაპირიც ჭერისკენ არის მიმართული, თქვენ უნდა მისი ისრების მიმართულებით ტრიალებდეთ. დატრიალდით იმდენჯერ, რომ თავბრუსხვევის შეგრძნება არ გაგიჩნდეთ და თანდათან გაზარდეთ ბრუნების ოდენობა. 
პირველი რიტუალისას ისუნთქეთ თავისუფლად; 

მეორე რიტუალი:
საწყისი მდგომარეობა – დაწექით ზურგზე, იატაკზე ან რაიმე მყარ ზედაპირზე. ხელები მოათავსეთ სხეულის გასწვრივ, თითები შეართეთ.  
მეორე მდგომარეობა: გამართული ფეხები ერთად აიტანეთ ზემოთ 90 გრადუსით, ან თუ შეგიძლიათ ოდნავ მეტად და მათთან ერთად თავიც წამოწიეთ, ისე თითქოს ნიკაპის გულმკერდთან მიტანას ცდილობთ. დაუშვით თავიც და ფეხებიც ერთდროულად და დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში, მოადუნეთ სხეული.

მესამე რიტუალი:
საწყისი მდგომარეობა – დგეხართ მუხლებზე, ტერფები გიდევთ ცერებზე, ხელები ტანის გასწვრივ, ბარძაყის გვერდითა მხარეს გაქვთ გაშლილი, თავი ჯერ გამართული. 
მეორე მდგომარეობა: დახარეთ თავი ჯერ წინ, ისე თითქოს ნიკაპით ცდილობთ გულმკერდს შეეხოთ, შემდეგ გადაწიეთ თავი უკან, რამდენზეც შეძლებთ და შესაბამისად გაზნიქეთ ხერხემალი. ცერები შეგაკავებთ უკან გადავარდნისგან. დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში და მოდუნდით.

მეოთხე რიტუალი:
საწყისი მდგომარეობა: დაჯექით იატაკზე და ფეხები შეერთებული თქვენს წინ გამართეთ, ისე რომ მუხლების უკანა მხარე იატაკს მიაწვდინოთ და ფეხის თითებიც წინ გაჭიმეთ. ხელები ტანის გასწვრის მოათავსეთ და ხელის მტევნები იატაკზე მოათავსეთ ისე რომ ხელის გულები იატაკზე გედოთ, თითები კი წინ იყოს მიმართული. თავი წინ დახარეთ, ისე თითქოს ნიკაპს გულმკერდს ახებთ. 
მეორე მდგომარეობა: აზიდეთ სხეული ზემოთ, ისე რომ მუხლებში მოხაროთ ფეხები და 90 გრადუსიანი კუთხე შექმნათ. სხეული იატაკის პარალელურად მოათავსეთ, მკლავები და წვივები კი ვერტიკალურად, თავი კი გადაწიეთ მაქსიმალურად უკან. შეინარჩუნეთ ეს მდგომარეობა რამდენიმე წამით. დაწიეთ სხეული დაბლა, დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში და მოდუნდით.

მეხუთე რიტუალი:
დადექით იატაკზე, ოთხზე, ისე რომ სხეულის სიმძიმე მხრების სიგანეზე დაშორებულ ხელებსა და ფეხებს დააყრდნოთ. ამასთან ხელები და ფეხები განართულია.  
მეორე მდგომარეობა: ბარძაყების გამოყენებით აზიდეთ სხეული ზემოთ, შეყოვდით და დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.
ვარჯიშების შესრულების შედეგ რეკომენდირებულია რამდენიმე წუთით დასვენება, ხოლო შემდეგ თბილი შხაპის მიღება ან სხეული თბილ წყალში დასველებული პირსახოცით გაწმენდა. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ცივი წყალი.
გახსოვდეთ, რომ ვარჯიშები რეგულარულად უნდა შეასრულოთ. მათი ეფექტი მრავალმხრივია:
გამართული ხერხემალი
საკმარისი ენერგია
ფხიზელი გონება და გასზრდილი კონცენტრაციის უნარი
და სხვა მრავალი...
დამატებითი ინფორმაცია: