არსებობს კისტები, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებს საკვერცხის ნორმალურ ფუნქციონირებას. როგორც წესი, სწორედ ასეთი კისტების მოცილება ხდება ოპერაციულად. მაგრამ არის აგრეთვე ე. წ ფუნქციური ანუ გაწოვადი კისტებიც. ისინი შეიძლება პერიოდულად გაჩნდეს და თავისით გაქრეს. ასეთ შემთხვევაში ექიმი ვალდებულია რეგულარულად აკონტროლოს ისინი ულტრაბგერითი გამოკვლევის საშუალებით. ამ შემთხვევაში ოპერაციის გაკეთება მოკლებულია ყოველგვარ აზრს.
თუმცა, ქალებს არც თუ ისე იშვიათად მაინც აშორებენ მსგავს კისტებს, რაც ექიმის შეცდომად სულაც არ უნდა ჩაითვალოს. ზოგჯერ ასეთი კისტების მოცილება ხდება იმიტომ რომ არ გამოგვეპაროს უფრო სერიოზული წარმონაქმნები- სიმსივნე. ექო ყოველთვის არ იძლევა კისტის ამოცნობის შესაძლებლობას, ხოლო ოპერაციის დროს შეცდომის დაშვება პრაქტიკულად შეუძლებელია. ექიმი იღებს ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილებას, როდესაც ეჭვქვეშ აყენებს ულტრაბგერით მიღებულ მონაცემებს.
ნორმაში, ყოველი მენსტრუალური ციკლის დროს მწიფდება ფოლიკული, რომლის გასკდომის შემდეგაც გამოიყოფა კვერცხუჯრედი. ამის შემდეგ ყალიბდება ე. წ ყვითელი სხეული. თუ განაყოფიერება არ მოხდა ყვითელი სხეული ქრება და იწყება მენსტრუაცია. ზოგჯერ ეს ძაჭვი წყდება და შესაძლოა განვითარდეს დროებითი კისტა. თუ ფოლიკული 3 სმ- მდე გაიზარდა მას ფოლიკულურ კისტას უწოდებენ. თუ ყვითელი სხეულის გაწოვა არ მოხდა წარმოიქმნება ყვითელი სხეულის კისტა. აღნიშნული პროცესები არ შეესაბამება ნორმა, თუმცა მსგავსი კისტები გარკვეული დროის შემდეგ ქრება თავისით და ზიანის მიყენება არ შეუძლია, თუმცა გარკვეული რისკი მაინც არის. მაგალითად, ზოგიერთ ქალში მსგავსმა კისტებმა შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო, მქაჩავი შეგრძნება მუცლის ქვემო არეში. ასევე შეიძლება კისტის გახეთქვა და სისხლდენის განვითარება.
მსგავსი გართულებები თავიდან რომ აიცილოთ:
როგორც წესი ასეთი კისტები პირველივე მენსტრუაციის შემდეგ ქრება. მაგრამ ხდება ისეც რომ 2- 3 ციკლია საჭირო მათ გასაწოვად. ამიტომ, ამ პერიოდის განმავლობაში სასურველია ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვა. ინტიმური კავშირი საფრთხილოა: მცირე მენჯის სისხლძარღვების გაძლიერებულმა სისხლმომარაგებამ შესაძლოა კისტის გახეთქვა გამოიწვისო. უმჯობესია სქესობრივი აქტისგან თავის შეკავება. თუ კისტა წარმოიქმნა, დაუშვებელია მზეზე გადახურება, ვიზიტი სოლარიუმსა და საუნაში: ჭარბი სითბო აძლიერებს ანთებით პროცესს. სასარგებლოა მუცლის ქვემო არეში 5 წუთით დაიდოთ ცივი საგანი- დაგეხმარებათ ანთებისა და ტკივილის შემცირებაში. მქაჩავი ტკივილის დროს ნიშნავენ ანალგეტიკებსა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს. უკანასკნელი უმჯობესია, რადგან ამცირებს ანთებით პროცესსა და აყუცებს ტკივილის.
შეიძლება თუ არა კისტისგან ერთხელ და სამუდამოდ თავის დაღწევა?
45 წლის შემდეგ კისტები უფრო ნაკლებად ჩნდება და არ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს. მსგავსი კისტების განვითარების მიზეზები მრავალგვარია: ჰორმონალური ცვლილებები, ინფექციები, ანთებითი პროცესები. თუ კისტა ჩნდება იშვიათად, რამდენიმე წელიწადში ერთხელ, განსაკუთრებულ მკურნალობას არ საჭიროებს. მაგრამ თუ მსგავსი რამ ყოველი ციკლის განმავლობაში ხდება აუცილებელია ზომების მიღება.
თუ კისტა ორსულობის დროს გამოვლინდა
ზოგჯერ განაყოფიერება ხდება კისტის ფონზეც, მაგრამ არ არის საშიში. ორსულობის 10 კვირისთვის ის, როგორც წესი, ქრება. თუმცა მისი კონტროლი მაინც აუცილებელია.