ვენების ვარიკოზული გაგანიერება ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც უმეტესად ქირურგიულად მკურნალობენ, თუმცა, ზოგ შემთხვევაში მკურნალობა ოპერაციის გარეშეც შეიძლება, თუ ვენების სიგანე კანის ზედაპირზე არ აღემატება 5 მმ-ს, ვენური კვანძების დიამეტრი კი 6-7 მმ-ს.
თაფლისა და ნივრისგან მომზადებული საშუალება ააქტიურებს ვენის დრენაჟულ ფუნქციას, რაც უხდება როგორც თავად ვენებს, ისე მთელ ორგანიზმს.
• აიღეთ 250 გრამი გარჩეული, გახეხილი ნიორი და დაასხით 350 გრამი თაფლი, კარგად აურიეთ, დადგით 1 კვირით და მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 40 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 2 თვეა.
აძლიერებს და ვენურ ტონუსს ზრდის სვიის გირჩების ნახარშიც:
• 1 სადილის კოვზ დანაწევრებულ გირჩას უნდა დაასხათ 1 ჭიქა ადუღებული წყალი, 5 წუთით გაათბოთ წყლის აბაზანაში და მიიღოთ თითო ჭიქა დღეში 2-ჯერ, ჭამამდე. რაკი სვიას სუსტი ძილის მომგვრელი თვისება აქვს, სასურველია, მეორედ ძილის წინ დალიოთ. შეგიძლიათ, ამავე ნაყენში დასველებული დოლბანდი ვარიკოზულად გაფართოებულ ვენებზე დაიდოთ.