ჩაბრუნებული ფრჩხილის სამკურნალო ეფექტური ხალხური მეთოდი

ჩაბრუნებული ფრჩხილის სამკურნალოდ არის ასეთი ხალხური საშუალება: ფეხი უნდა დავილბოთ ცხელ სოდიან წყალში (1 სუფრის კოვზი სოდა 1 ლიტრ წყალზე), შემდეგ ჩაბრუნებულ ფრჩხილზე დავიდოთ ნაღების კარაქი, დავაფაროთ ხელსახოცი, პოლიეთილენის ნაჭერი და გადავიხვიოთ. 1 დღე-ღამის შემდეგ ფეხი ისევ დავილბოთ. ფრჩხილი ძალიან დარბილდება.
ფრთხილად ავწიოთ ჩაბრუნებული ფრჩხილის კუთხე და მის ქვეშ მოვათავსოთ ნაღების კარაქით გაჟღენთილი ბამბის ბურთულა, ისევ დავაფაროთ ხელსახოცი, პოლიეთილენი და შევიხვიოთ. ეს პროცედურა გავიმეოროთ ყოველდღე, სანამ ფრჩხილი არ წამოიზრდება (დაახლოებით 2 კვირა).
ასევე, ჩვენს რედაქციაში შემოსული სამკურნალო წერილებიდანაც შემოგთავაზებთ რეცეპტს: ერთმანეთში უნდა ავურიოთ თითო სუფრის კოვზი დანაყილი ნიორი, ხახვი, ალოე, დამდნარი კარაქი და თაფლის სანთელი, ეს ყველაფერი 2 წუთით წამოვადუღოთ, თან ხის კოვზით ვურიოთ, მერე შევაგრილოთ, სქლად დავიდოთ ჩაზრდილ ფრჩხილზე და მის ირგვლივ, შემოვიხვიოთ კომბოსტოს თხელი ფურცელი, რომელიც წინასწარ ოდნავ უნდა დავჟეჟოთ, და ცელოფნით, ბინტითა და შალის ქსოვილით შევიხვიოთ, რომ თითი ჩახურდეს. ეს პროცედურა იმდენჯერ უნდა გავიმეოროთ, რამდენჯერაც დაგვჭირდება. შემდეგ ფრჩხილი ფრთხილად შემოვჭრათ და წყალბადის ზეჟანგით დავიმუშაოთ. 
ასე შეიძლება გადარჩეთ ქირურგიულ ჩარევას. თუ შედეგს ვერ მიიღებთ, მაშინ ქირურგს მიმართეთ.