თიკო სადუნიშვილმა თავისი ტელეფონის ქურდის ვინაობა დაადგინა. რამდენიმე დღის წინ კლუბ „ქალაქურში“ თიკოს iPhone 5 მოპარეს. პოლიციამ ქურდის ვინაობა უკვე დაადგინა, თუმცა დაუბრუნდება თუ არა თავისი ტელეფონი თიკოს, ჯერჯერობით უცნობია.
თიკო სადუნიშვილი: "ახლაც პოლიციაში ვარ, გამოძიება დაწყებულია და სავარაუდოდ იპოვნიან. სახელი და გვარი ვიცი, მაგრამ ახლა ჯერ ვერ დავასახელებ. არ ვიცნობ ამ ადამიანს, მამაკაცია და იმ დღეს კლუბში იყო. მე გოგოებთან ერთად ვიყავი, საცეკვაოდ მოდიოდა ჩვენთან და ჩვენ თავიდან მოვიშორეთ. შეიძლება ჯინაზე გააკეთა. ასე რომ, გაუფრთხილდით თქვენს ტელეფონებს. ახლაც აიფონი მაქვს - 5s ვიყიდე. აქამდე 5 მქონდა. ამას თითის ანაბეჭდზე ეხსნება ბლოკი. იმაზე ბოლო ორი დღე მოხსნილი მქონდა და ვინც ჩემი ტელეფონი მოიპარა, ბოლომდე გაერთობოდა ჩემზე ინფორმაციებით. დღის განმავლობაში ჩანაწერებს ვაწარმოებდი. თუ არ გადააგდო შანსი არის დაბრუნების, ვნახოთ რა მოხდება“.