მრევლმა სამების მიმართულებით მსვლელობა დაიწყო



მრევლმა ფილარმონიიდან სამების მიმართულებით მსვლელობა დაიწყო. მსვლელობაში მონაწილეებს სასულიერო პირები მიუძღვებიან.
მრევლს მსვლელობის მთავარი ლოზუნგი - ,,17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღეა" დიდი ტრანსფარანტების სახით აქვთ წარმოდგენილი. მათ ასევე აქვთ პლაკატები შემდეგი წარწერებით: ,,არც ერთი მორწმუნე არ მიიღებს ამ კანონს", ,,სულიერი სიკვდილი ფიზიკურზე საშინელია, გარყვნილება და პათოლოგიაა", ,,მამათმავლობა ცოდვაა", ,,დაერმორჩილეთ ერისა და ბერის მოთხოვნას" და ა.შ.

მსვლელობის გამო, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.