„საქართველო ან მთლიანად უნდა ავიღოთ, ან ისინი ყველანი [აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთიც] ეშმაკთან გავგზავნოთ!“

რუსეთის ლიბერალ–დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი აფხაზეთიუსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. 

“რა მოხდა საქართველოსთან დაკავშირებით? თითქოს არ დავთმეთ, მაგრამ რა მივიღეთ? – ტოტალური კორუფცია აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში და ეს ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩვენი ბიუჯეტის კმაყოფაზეა

. რაში გვჭირდება ეს ყველაფერი ჩვენი – რუსი ხალხის ხარჯზე?! და ამ სიმართლეს გიმალავენ, ხალხო! საქართველო ან მთლიანად უნდა ავიღოთ, ან ისინი ყველანი ეშმაკთან გავგზავნოთ!“ განაცხადა ჟირინოვსკიმ რუსეთის პირველი სატელევიზიო არხის გადაცემაში საუბრისას.


აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებას აუდიტორიის  აპლოდისმენტები მოჰყვა.