N37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში მე–4 ახალციხის უბანთან იმყოფება „ქართული ოცნების“ წევრი ელგუჯა მაზმიშვილი, რომელიც ამბობს, რომ ამომრჩევლებს აღრიცხავს და ინფორმაციას ცენტრალურ ოფისს აწვდის.
'ოცნების' წევრი: ‘ამ უბნის უფროსი ვარ და ამომრჩევლებს აღვრიცხავ’
„ამ უბნის უფროსი ვარ, აღვრიცხავ რამდენი ამომრჩეველი მოვიდა უბანზე და ინფორმაციას ცენტრალურ ოფისს ვაწვდი“, – განაცხადა ელგუჯა მაზმიშვილმა.
მისივე თქმით, მასვე აბარია ამ უბანზე ხანდაზმული ამომრჩევლები მოიყვანოს. კითხვაზე ვინ დაავალა აღნიშნული და ვინ გამოყო მანქანა, გვპასუხობს: „ტრანსპორტი ყველას ორგანიზებით გამოიყო, რადგან ყველას ინტერესია ხალხი მოვიდეს არჩევნებზე“.
http://sknews.ge/
http://sknews.ge/