„სიძე შე ძველო! - ფანჯიკიძე ალასანიას“

გოგა ხაჩიძეს, როგორც ვიცით ფანტაზია არ ღალატობს, დღევანდელმა პოლიტიკურმა მოვლენებმა კი პოლიტიკოსი როლებში ისე შეიყვანა სცენარიც კი დააწერინა. მთავარი გმირები მაია ფანჯიკიძე, ირაკლი ალასანია და თეა წულუკიანი გახლავთ.

მაშ ასე გოგა ხაჩიძის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვკითხულობთ.

დღეს დილით...


- დილამშვიდობის მაიკო
- დილამშვიდობის ირაკლი
- რას შვები, რას აპირებ დღეს, გადადგები თუ არა?
- სიძე შე ძველო! (იცინის)
- მადლობა მაიკო (კმაყოფილია)


- დილამშვიდობის თეა
- მზის სხივის მადლი გერტყას მუნ სახისა საბურველად, ყოველსა სისხამსა დილასა...
- რას შვები რას აპირებ დღეს, გადადგები თუ არა?
- რამეთუ დარდგა ჟამი იგი, როდესაცა ჩუენ, ვიდრე ამასა ფიცხელსა სიტყუასა ზრახვითა კეთილითა ბაგეთაგან ჩვენთაგან აღმოუშვებდით მოვიზღუდოთ თავი ჩვენნი მტკიცედ ვითარცა...
- კარგი კარგი თეა, მერე გადმოგირეკავ.

საუბრის დასასრული