“თუ ბოკერიას ეს ბრალი დაუმტკიცდა, სამუდამო პატიმრობა გარანტირებული აქვს“

გაზეთი“ ქრონიკა“ უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას მიერ აგვისტოს ომის დრო დაშვებულ სავალალო შეცდომებზე წერს და აღნიშანვს, რომ ომის დროს მის მიერ გაცემულ ბრძანებებმა დიდი მსხვერპლი გამოიწვია.

გამოცემის ინფორმაციით, თუ ბოკერიას ეს ბრალი დაუმტკიცდება, მას სამუდამო პატიმრობა გარანტირებული აქვს.



“გიგა ბოკერია 2008 წლის ომის სამარცხვინოდ წაგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. მას სიკვდილივით ეშინია ომის საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი გამოძიების, რადგან არსებობს უამრავი მოწმე, არსებობს მტკიცებულებები, რომ იმ დროს საგარეო საქმეთა მინისტრის იმჟამინდელი მოადგილე გიგა ბოკერია უშუალოდ ხელმძღვანელობდა საბრძოლო მოქმედებებს, გასცემდა ბრძანებებს, რომელთაც გენერლები და ოფიცრები ასრულებდნენ და მისმა ამ ბრძანებებმა ქართულ ჯარში დიდი მსხვერპლი გამოიწვია, ათობით მებრძოლი და ასევე, მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ეს ბრალი თუ დაუმტკიცდა ბოკერიას, სამუდამო პატიმრობა გარანტირებული აქვს“,- წერს გაზეთი „ქრონიკა“.