ნანუკა ჟორჟოლიანი ფერადკანიან ბავშვზე ოცნებობს. სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც წითელ კაბებში გამოწყობილი ფერადკანიანი ბავშვები არიან გამოსახული. "მარჯვენა მინდა იყოს ჩემი <3", - წერს ტელეწამყვანი. ამ ბავშვით ისე აღფრთოვანდა, რომ ქმარიც შეაშფოთა. "გთხოვ მითხარი, რომ ხუმრობ და ბავშვს არ ჩამომაყვანინებ აფრიკიდან, ცოტა მერე ვქნათ ეგ ამბავი", - წერს ერეკლე კოდუა ბავშვით აღფრთოვანებულ მეუღლეს.