ქალბატონი დილა ''დიდებული საუკუნის'' ვარსკვლავზე თხოვდება

თურქი ''კრასავჩიკი'' მსახიობი ბურაკ საგიაშარი, რომელიც პოპულარული სერიალ ''დიდებულ საუკუნეში'', ექიმი პედროს როლის შესრულებით გახდა, ხელი და გული შესთავაზა თავის შეყვარებულ ხატიჯე შენდილს. ხაჯიტე შენდილი 2011 წლის მის თურქეთია. 

იმავე წელს ევროპის სილამაზის კონკურსში მესამე ადგილი დაიკავა. თამაშობს ბევრ სერიალში, მათ შორის, საქართველოში პოპულარულ ''ქალბატონ დილაში''. 

შეყვარულები ბურაკი და ხაჯიტე რამდენიმე კვირის წინ კანის ფესტივალზე ერთად იყვნენ. ბურაკმა შემთხვევით ისარგებლა და რომანტიულ გარემოში სთხოვა ცოლობა ხაჯიტეს.


საყვარელ ქალს ძვირადღირებული, ბრილიანტის თვლებით დამშვენებული ბეჭედი აჩუქა. გოგონა მაშინვე დათანხმდა, მაგრამ ჟურნალისტების წინ რატომღაც არ მოინდომა ეამაყა საოცნებო ბეჭედით. 

როდესაც ფოტოაპარატით შეაიარაღებული პაპარაცები შენიშნა, ხელი საქმროს ხელში დამალა. 

კესო ლაღიძე
სპეციალურად საიტისთვის