გიორგი გაბუნია: „მე ეს ფეხებს შორის მკიდია“

აღელვებული მენტორი კონკურსანტს იცავს

ხალხის რჩეული ბიჭებს შორის ამჯერად ის მომღერალი გახდა, რომელსაც წინა ტურში ძალიან ნიჭიერი გიორგი ბერიძე „შეეწირა“ და რომლის პროექტში დატოვებამ უმეტესობის უკმაყოფილება გამოიწვია. თუმცა, ამჯერად მაყურებელმა უპირატესობა სწორედ მას მიშო ელიავას მიანიჭა. ამ გადაწყვეტილებამდე კი მომრერალს მენტორი გიორგი გაბუნია გამოექომაგა.


გიორგი გაბუნია: თუ ამ გამოსვლის შემდეგ კიდევ ვინმეს ეპარება ეჭვი, თუ რატომ არის მიშო ამ პროექტში, მაშინ თავის თავში უნდა ეძებონ პრობლემები. როდესაც წინა ტურში გადაწყვეტილება მივიღე და პროექტიდან გიორგი ბერიძე გავუშვი აგრესია გარკვეული ნაწილისგან მიშოს მიმართ წამოვიდა. მინდა მაყურებელს ვუთხრა მიშოს ბრალი არ იყო ის რომ დარჩა პროექტში, მე მივიღე ეს გადაწყვეტილება. ასე რომ მაყურებელს რამდენიც უნდა მე მლანძღოს და მაგინოს, ეს მე ფეხებს შორის მკიდია, თავი დაანებოს კონკურსანტებს. მაყურებელმა ისიც გაითვალისწინოს, რომ პროექტიდან მიდის ის ადამიანი, რომელიც აუტსაიდერებში თვითონ მაყურებლის გადაწყვეტილებით ხვდება. ამიტომ უმისამართოდ ნუ ეძებთ დამნაშავეს“.