ქეთა თოფურია ორსულადაა

ამგვარის სამოსი ორსულობის დამალვის შესანიშნავი საშუალებაა

რუსეთში მოღვაწე ქართველი პოპულარული მომღერლის ორსულობის შესახებ მედია ისევ ალაპარაკდა. 

ამის მიზეზი ქეთა თოფურიას დიზაინერი მეგობრის ალექსანდრე არუთინოვის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული მომღერლის ფოტოა.


რუსული მედიის ცნობით, მომღერალი, რომელიც ყოველთვის უკიდურესად პროვოკაციულად იცვამდა, ბოლო დროს რადიკალურად განსხვავებული ჩაცმულობით გამოირჩევა, ამით ის ორსულობას მალავს, რადგან ამგვარი სამოსი ორსულობის დამალვის შესანიშნავი საშუალებაა.

ქეთა თოფურიას ორსულობის შესახებ არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია. მომღერალი კომენტარს არც ამჯერად აკეთებს.