თამარ მეფის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ქალი ემსხვერპლა - სამოქალაქო პრესა

თბილისში, თამარ მეფის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც  2 ქალი გარდაიცვალა.
როგორც ''სამოქალაქო პრესას''  საგანგებო სიტუაციების  სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ,  განუცხადა შემთხვევა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდთან მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ქალი გარდაიცვალა.
 დანარჩენი მგზავრები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდაცველები მუშაობენ.