ადამიანები, რომელთაც სექსი ყველაზე შეუფერებელ ადგილებში ჰქონდათ

რომლებისთვისაც სულ ერთია, სად ექნებათ სექსი - საძინებელ ოთახში, თუ ტრამვაის გაჩერებაზე. გამოცემა Mirror-მა შეკრიბა ყველა ის სტატია, სადაც ყველაზე შეუფერებელ სიტუაციაში მყოფი პარტნიორები გამოუჭერიათ - ისინი ინტიმური კავშირით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იყვნენ დაკავებულნი.

1. კოშკი: კოშკის საათი 4-ის ნახევარს აჩვენებს და როგორც ჩანს, ეს წყვილი ძალიან დაკავებულია. შიშველი პარტნიორები სიდნეიში, 105 წლის კოშკზე სექსით არიან დაკავებულნი.

2. დედოფლის გაზონი: 2009 წლის აპრილში სამართალდამცავებმა წყვილი დააპატიმრეს, რომლებსაც სექსი უინძორების სასახლის უკან, პირდაპირ დედოფლის გაზონზე ჰქონდათ. როგორც ამბობენ, მისი უდიდებულესობა რეზიდენციაში იყო, როდესაც ტურისტები სასახლის უკან ინტიმური კავშირით იყვნენ დაკავებულნი.



3. ტრამვაის გაჩერება: ბრიტანეთის ტრანსპორტის პოლიციის ოფიცრებს ტრამვაის გაჩერებაზე უჩვეულო სანახაობა დახვდათ: 29 წლის ქალსა და მის 17 წლის საყვარელს სექსი ჰქონდათ. ოპერატორის მოწოდებას, რომ ტანსაცმელი ჩაეცვათ, წყვილმა ყურადღება არ მიაქცია. საბოლოოდ, ორივე 1 ღამით დააპატიმრეს. ინციდენტი ლონდონში მოხდა.

4. ეკლესია: იტალიის ქალაქ ჩეზენაში წყვილი ინტიმური კავშირით დილის მესის დროს დაკავდა. პოლიცია მრევლის ერთ-ერთმა წევრმა გამოიძახა, რადგანაც ესმოდა "ღრუტუნისა და კვნესის

ხმა". როგორც სამართალდამცავების მისვლის შემდეგ გაირკვა, ისინი ნასვამები იყვნენ.

5. ტელეფონის ჯიხური: როგორც ჩანს ამ წყვილისთვის ტელეფონის ჯიხური მხოლოდ იმისთვის არაა, რომ ახლობლებს დაუკავშირდნენ; პოლიციას აღშფოთებულმა გამვლელმა დაურეკა და განუცხადა, რომ "ჯიხურში ქალი და კაცია, რომელთაც არ ადარდებთ, ვინ უყურებს".

6. პოლიციის ავტომობილი: ჰოლანდიელმა პარტნიორებმა გადაწყვიტეს, ინტიმური კავშირი პოლიციის ავტომობილში ჰქონოდათ. თუმცა, ვერც კი შენიშნეს, რომ მანქანაში პოლიციელები ისხდნენ და ნამცხვრებს მიირთმევდნენ. სამართალდამცავებმა წყვილს მოუწოდეს, ტერიტორია სასწრაფოდ დაეტოვებინათ.

7. მატარებლის ლიანდაგი: 2008 წელს სამხრეთ აფრიკაში წყვილმა გადაწყვიტა, რომ სექსი მატარებლის ლიანდაგზე გაეჩაღებინა. მათი აზრით, სწრაფმავალი მატარებლის ბორბლებქვეშ სექსი კარგი იდეაა.

მომზადებულია mirror.co.uk-ის მიხედვით.