იატაკქვეშა სექსშოპი თბილისში– გასაბერი ქალი 200ლ; ორთავიანი ვიბრატორი 50ლ; პენისის რგოლი 45ლ

პირველი სექსშოპი საქართველოში 2000-იანი წლების დასაწყისში, მარჯანიშვილზე გაიხსნა. შემდეგ იყო სექსშოპი ვაკეში, მაგრამ ორივე მათგანი ძალიან მალე დაიხურა. თბილისში დღეს ოფიციალურად სექსშოპი აღარ არსებობს, მაგრამ არის რამდენიმე ონლაინ–მაღაზია , სადაც შეგიძლიათ სექსუალური ხასიათის ნივთები გამოიწენა. მას კურიერი მოგართმევთ. თბილისში შესაბამის ადამიანებს აქვთ სექსსათამაშოების მარაგი და მომხმარებელს ოპერატიულად აწვდიან. 

"იატაკქვეშა" სექსშოპების თანამშრომლების ინტერვიუზე დათანხმება გაგვიჭირდა. თუმცა ერთ-ერთი მათგანი ბოლოს და ბოლოს დაგვთანხმდა ინტრევიუზე იმ პირობით, რომ მის ვინაობას არ გავასაჯაროებდით. შეძენა გამოწერით, ადამიანებიც არსებობს, ვისგანაც შეგიძლიათ ნივთების შეძენა.
– 18 წლის ზევით ასაკის ნებისმიერ მსურველს შეუძლია სასურველი ნივთი შეგვიკვეთოს. ნივთის მიწოდება ფოსტის მეშვეობით ხდება. ხშირად გვწერენ მეილზე და აინტერესებთ - ანონიმურობა ექნებათ თუ არა გარანტირებული. რა თქმა უნდა, ანონიმურობა გარანტირებულია. როცა პირველად იწერენ ნივთს, ჰგონიათ, რომ ანონიმურობა არ არის დაცული, აინტერესებთ გამჭირვალე პარკში ხომ არ დევს გამოწერილი ნივთი და ა.შ. ჩვენ ვიცით, რა იყიდება ყველაზე დიდი რაოდენობით საქართველოში, ამიტომ თუ უცხოური საიტებიდან გამოწერილ ინტიმურ ნივთებს დაახლოებით 10 დღე სჭირდება მომხმარებლამდე მისთვლისთვის, ჩვენ 3 დღეში ვაწვდით პროდუქტს. უკან მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიბრუნებთ ნივთს, თუ ტექნიკური ნაკლი აქვს. არის შემთხვევები როცა გამოიწერენ ვიბრატორს ან გასაბერ თოჯინებს და მერე გვწერენ - ზომა არ მოგვწონს და დააბრუნეთო. 

– რას იწერენ ყველაზე ხშირად?
– გასაბერ ქალებს, რომლებიც ყველაფერს უნაკლოდ ასრულებენ. მათი ფასი 200 ლარიდან იწყება და 650 ლარამდე მერყეობს. ამას ემატება ადგილზე მიტანის სერვისის მომსახურება - თბილისში 8 ლარი, რეგიონებში უფრო მეტი. წონას გააჩნია. დიდი მოთხოვნაა მამაკაცის სასქესო ორგანოს ზომის მოსამატებელ კრემებზე, კრემს შეუძლია გახადოს თქვენი ასო მეტად მკრივი, უფრო ხისტი და დააჩქაროს ერექცია. ასეთი კრემების ფასი 60 ლარიდან იწყება. ლუბრიკანტების ეფექტურობა მედიცინის მიერ არის დამტკიცებული, მაგრამ დიდი რაოდენობით მისი გამოყენება არ შეიძლება. მოთხოვნადია ასევე პენისის რგოლები, ვიბრატორები, მასაჟორები და კორსეტები. ვიბრატორები სხვადასხვა დასახელების გვაქვს, მოძრავი ვიბრატორების ფასი 45 ლარიდან იწყება, რაბიტები 60 ლარიდან, მასაჟორ ვიბრატორები 70 ლარიდან, ხოლო ორთავიანი ვიბრატორები ღირს 40–50 ლარი. 


–თქვენი მომსახურებით უფრო მეტად ქალები სარგებლობენ თუ მამაკაცები?
– ახალგაზრდა ბიჭები იწერენ ხშირად პენისის რგოლებს, ლუბრიკანტებს და კორსეტებს მანდილოსნებისთვის. გასაბერ თოჯინებსაც ბევრი იწერს საქართველოში, ერთხელ ერთ-ერთ რეგიონში გამოიწერეს გასაბერი თოჯინა, 600 ლარიანი. მეილზე წერილი მოგვივიდა შეკვეთის გაგზავნის შემდეგ - პრეტენზია ჰქონდა კლიენტს, მოლაპარაკე თოჯინა მინდა და ეს დაიბრუნეთო. მანდილოსნები კი სექსუალური ხასიათის თეთრეულს იძენენ, ასევე მოძრავ ვიბრატორებს. ხშირად არის შემთხვევები, როცა გოგონები ისეთ ნივთებს იწერენ რასაც მხოლოდ მამაკაცი გამოიყენებს. ძირითადად, როცა რაიმეს გვიკვეთავენ, გვწერენ, რომ მეგობრისთვის უნდათ დაბადების დღეზე საჩუქრად სექსუალური ხასიათის ნივთები. მე ვფიქრობ, ერიდებათ იმის აღიარება, რომ მსგავს ნივთებს ყიდულობენ.

ნინო ნოზაძე, Ambebi.ge