ნინო ძოწენიძეს გამარჯვებამ შოუბიზნესიდან წასვლა გადაფიქრებინა - ''გიგა ყოველთვის კრიტიკულია''...

18 ივნისს ''ჯიდიესის'' პროექტი ''ერთი ერთში'' დასრულდა. პრიზების გარეშე არც ფინალს მიღმა მყოფი კონკურსატები დარჩენენ და რასაკვირველია, ფინალისტებმა ძალიან კარგი პრიზები მიიღეს. 
მეოთხე ადგილი ქეთი ორჯონიკიძეს ერგო, რომელსაც 10 ათასი ლარი გადაეცა. მესამე ადგილოსანმა ლევან მასპინძელაშვილმა 20 000 ლარი მიიღო. მეორე ადგილზე გასულ ნათია დუმბაძეს ავტომობილი ''ჰონდა'' აჩუქეს. 
გამარჯვებულ ნინო ძოწენიძეს კი ბინა გადასცეს. ფინალში ნინომ ჯგუფ ''აეროსმიტის'' სოლისტის სტივ ტაილერის როლი მოირგო. 
ნინოს გამარჯვება მივულოცეთ და რამდენიმე კითხვა დავუსვით.


- ემოციებით დატვირთული ვარ. მთელი ღამე არ მძინებია. 
- ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენს გამარჯვებას?
- მეუღლე-გიგა კუხიანიძე მეუბნება, დამსახურებულად მოიგეო. გიგა ყოველთვის კრიტიკულია და მისი შეფასება ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ბავშვი კი გამარჯვებულად რომ გამომაცხადეს, ვერ მივხვდი სიხარულისგან ტიროდა თუ იცინოდა. 
- რა გეგმები გაქვს?
- ამ პროექტამდე შოუ ბიზნესზე ხელი ჩაქნეული მქონდა. ვამბობდი, არაფრის გაკეთება აღარ ღირს-მეთქი. შეიძლება ითქვას, ამ პროექტმა თავიდან აღმომაჩინა და დიდი სტიმული მომცა. რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა მათ.

მერი კობიაშვილი
სპეციალურად საიტისთვის