კენედის დღემდე უცნობი საყვარელი, რომელმაც ქალწულობა პირველი ლედის საწოლში დაკარგა


ჯონ კენედის სახელი ახალი ამბების რუბრიკებში ხშირად გაიგონებთ, სიახლეები კი ძირითადად მისი მკვლელობების ახალ დეტალებს ეხება ხოლმე. ამჯერად, აშშ-ს რიგით 35-ე პრეზიდენტი ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა გმირ-საყვარლად მოიხსენია.

მიმი ალფორდი ახლა 69 წლისაა. ეს კი შესაფერისი ასაკია წარსულის გასახსნებლად და მემუარების დასაწერად. ქალბატონის ავტობიოგრაფიული წიგნი Once Upon a Secret: My Affair with President John F. Kennedy and Its Aftermath – „იყო და არა იყო რა, იყო ერთი საიდუმლო: ჩემი და პრეზიდენტ კენედის ურთიერთობა და მისი შედეგები“, დღეს, 8 თებერვალს, ამერიკის სეერთებულ შტატებში გამოიცემა. მისი შინაარსის სენსაციური დეტალები პრესაში უკვე გავრცელდა.


აი რას წერენ დასავლურ პრესაში: ეს ყველაფერი კი 50 წლის წინ მოხდა, 1962 წლის ზაფხულში, როდესაც მიმი ალფორდი 19 წლის იყო და პრეზიდენტის ოფისში სტაჟიორად მივიდა. ერთ-ერთ საღამოზე, თეთრ სახლში, ყველა აუზთან ერთობოდა, შემდეგ კენედი მიმისთან მივიდა, ხელი ჩაჰკიდა და რეზიდენციის დასათვალიერებლად წაიყვანა. თუმცა, სახლის დათვალიერება საძინებელი ოთახის კართან დამთავრდა. მიმი ყოყმანობდა... „ეს არასდროს გაგიკეთებია?“ - ჰკითხა ჯონმა...

მიმიმ წინააღმდეგობის გაწევა დიდხანს ვერ შეძლო და ქალწულობა პირველი ლედის საწოლში დაკარგა. ჯონ კენედი გოგონას პირველი სექსუალური პარტნიორი გახდა. მათი ურთიერთობა კი 1963 წელს, პრეზიდენტის ტრაგიკულ აღსასრულამდე გრძელდებოდა.“

საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ეს წიგნი ნამდვილად მიიპყრობს ამერიკელების და არა მხოლოდ მათ ყურადღებას. მსოფლიოს გავლენიანი ადამიანების ცხოვრების პიკანტური დეტალები განსჯის თემა ხომ ხშირად ხდება.