მოახლე ქართველმა ქალმა ბერძენ იუველირს 2 მილიონი ევროს ოქროულობა მოჰპარა

საბერძნეთში სამართალდამცველებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე დალინა ნარსია, რომელიც ცნობილი ბერძენი იუველირის გაქურდვაშია ეჭვმიტანილი. დანაშაულის დეტალებზე ინფორმაცია „კურიერმა“ გამოაქვეყნა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დალინა ნარსიამ, რომელიც იუველირის სახლში მოახლედ მუშაობდა, ძლიერი ფსიქოტროპული საშუალებით დააძინა მოხუცი იუველირი, შემდეგ კი მისი სახლიდან ოქროულობა მოიპარა.


მოპარულ ნივთებს შორისაა რამდენიმე ოქროს ზოდი, მაჯის საათები და სხვა ნივთები. ეჭვმიტანილი იუველირთან ქურდობის შემდეგ, ათი დღის განმავლობაში კიდევ მუშაობდა, შემდეგ კი მიიმალა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ეჭვი სწორედ მასზე მიიტანეს.

ქართველი ქალი, რომელიც ბერძნულმა მედიამ უკვე მონათლა „საუკუნის მძარცველად“, დაკავებულია.