”ყველამ თავის უკანა ნაწილს მოუაროს და ნუ მოდის ამდენი აგრესია ჩემს მიმართ”

ნუცა თავაძემ რასისტ ადამიანებისგან მისი ოჯახის მიმართ არსებული ნეგატიური დამოკიდებულება გააპროტესტა.

,,მინდა რასისტი ადამიანების გასაგონად ვთქვა, ყველამ თავის უკანა ნაწილს მოუაროს და ნუ მოდის ამდენი აგრესია ჩემს მიმართ, რადგან ცოლად შავკანიანს, ეგრეთწოდებულ ზანგს გავყევი.
ქართველები ამას დღემდე ვერ ეგუებიან. მინდა ვუთხრა იმ გოგოს, ვისაც მართლა უყვარს და ფერს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, არავის მოუსმინოს და თუკი მართლა უყვარს გადადგას ეს ნაბიჯი. ბევრი წინააღმდეგობისა და დაპირისპირების მერე დღეს მე ძალიან ბედნიერი ვარ, მყავს ულამაზესი გოგო. ამაზე რატომღაც ხალხი არ საუბრობს, "უტყდებათ" ხალხში აღიარება, არადა ბევრი ვიცი ვინც ამ ხალხთან დადის.“ - აღნიშნა თავაძემ.