ბალუ, ლეო და შერხანი – 13 წლიანი შოკისმომგვრელი მეგობრობა

ბალუ, ლეო და შერხანი, ჯერ კიდევ პატარები, ატლანტაში, ჯორჯიის შტატში იპოვეს 2001 წელს, ნარკომოვაჭრეთა ბანდის აყვანისას. ისინი ნარკომოვაჭრეების სახლის სარდაფში აღმოაჩინეს. სამივე ერთი ასაკის არიან და სამივე – მამრები. 

ცხოველები, რომლებსაც ეტყობოდათ, რომ კარგი მოპყრობით არ იყვნენ განებივრებულნი, ველურ ცხოველთა მხარდამჭერი არაკომერციული ორგანიზაციის „ნოეს კიდობნის“ მეურვეობის ქვეშ აღმოჩნდნენ. მას მერე, რაც ცხოველები მოაკეთეს, თავდაპირველად ცალ-ცალკე მოათავსეს ვოლიერებში, მაგრამ შეატყვეს, რომ მოიწყინეს და პრაქტიკულად არაფერს ჭამდნენ. 


როგორც კი სამივე კვლავ ერთად აღმოჩნდა, სიხალისეც დაუბრუნდათ. დღემდე ერთად არიან, ერთ ვოლიერში და ცხოველთა მეგობრობის საოცარ მაგალითს უჩვენებენ ადამიანებს.