მანჩო გიორგობიანი, რომელიც საზოგადოებამ „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიასთან დაპირისპირების შემდეგ გაიცნო, „facebook"-ის საკუთარ გვერდზე მეგობრის სტატუსს აქვეყნებს:
„ჩვენი მეგობრის სტატუსი: რასაკვირველია ეს არ არის თავის მართლება. უბრალოდ მინდა ზუსტად ავხსნა ჩემი პოზიცია, რომელსაც დღესაც ვიზიარებ და ხვალეც იგივე აზრზე ვიქნები
1. უმადური არასდროს არ ვყოფილვარ და დღესაც ძალიან მადლობელი ვარ ბიძინასი რომ გადაგვარჩინა. რომ არა ბიძო, ეს ბოლო წლები გლდანის კედლებზე დავწერდით პოსტებს უმრავლესობა. თუმცა ეს ბრძოლა მარტო ბიძოს არ მოუგია, ჩვენ ერთად მოვიგეთ. (არ დავიწყებ ვინ როდიდან ვიბრძოდით და ვინ როდის შემოვიდა ამ ბრძოლაში, რადგან მიმაჩნია როცა ადამიანს გვერდში უდგები - ნიშნავს ყველა წინა პრეტენზია დაივიწყე და არასდროს არ უნდა წამოაძახო!)
პატივს ვცემდი ჩემს თანამებრძოლს და იგივე პატივისცემას ვითხოვდი მისგანაც (ფული, ბიზნესი და თანამდებობა არ მითხოვია) და სამაგიეროდ მივიღე ჩემი და ჩემი ქალაქის უპატივცემულობა ნარმანიას დასახელებით. მიუხედავად ჩვენი პროტესტისა, მან გადაწყვეტილება არ შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარ ოცნებას თვითონ არ მოეწონა, ისინიც მიჩმორდნენ. მიშას ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, პირადად არაფერი დაუშავებია, მე მის დამოკიდებულებას ვებრძოდი ყოველთვის. ნარმანია რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი კანდიდატი ვინ მისცემდით ხმას? - ალბათ აქედან არცერთი! ბიძოს ხათრით რამდენმა მიეცით ხმა? - ალბათ 40-50%-მა. ნაცების ჯინაზე რამდენმა მიეცით ხმა? - ალბათ ყველამ. რას აპროტესტებთ? - ნაცების მეორე ადგილს! ვისი დამსახურებაცაა ნაცების მეორე ადგილი, ეს ჩემი მეორე პრეტენზიაა. ის რომ დღეს 2 წლის შემდეგ (ვინ წარმოიდგენდით მაშინ 2 ოქტომბერს მაგას) გიგი თავხედი მუშტებს მირტყამს მაგიდაზე, ბარამიძე ბედავს და თითს მიქნევს „არაფერი შეგეშალოთ" მიყვირის, ის ნაძირალა, რომელიც „სულს ამოგხდით" გვეძახდა, დღესაც ტვ-დან მორალურად სულს მხდის, ვინც გვირტყამდა 9 წელი, დღეს ლამის დააწინაურეს, ნაბიჭვარი კეზერას სალაროს ფული გულაობს ქალაქში და აბოგინებს ამათ - აბა ვის ელოდებოდით მეორე ადგილას? მოგახალეთ ნაგლად რომ თქვენი შეკვეთა იყო კოაბიტაცია?! ჩემი ბრალია რომ ყოველდღე ნაცები ისევ გვმოძღვრავენ? ვის აწყობს „ბუა-ნაცი"? იმას ხომ არა, ვისაც ხეც რომ დააყენოს კანდიდატად ნაცების შიშით და ზიზღით ხმას მივცემთ? დავიღალე სულ ვიღაცის წინაღმდეგ და ჯინაზე ხმის მიცემით. არის მტერი და დამნაშავე - დასაჯე ვისაც ხელგეწიფება და ნუ მახმალავებ და შენ ნუ ეკეკლუცები. დამიყენე პრეზიდენტად შენი ერთპიროვნული გადაწყვეტილებით - მივეცი ხმა. მერე? მერე ჩემი არჩეული გააბანძე, დაიკიდე და ლამის აფურთხებ და ყველა, ჩემიანიც და სხვისიც ასე ჩმორივით იმეორებს ამას. ერთხელ მივეცი ხმა და არ მიმიწერია ბიულტინზე „აწი ვინც შენ მოგინდება სულ იმას ავირჩევ" მეცი პატივი და გცემ პატივს, მარტივია!", - წერს გიორგობიანი.
გიორგობიანის სტატუსს არქიმანდრიტი ანთიმოზი გამოეხმაურა.
„მანჩოოოო! პელე ხარ!", -წერს არქიმანდრიტი.