ამალიამ დაამტკიცა, რომ სიმღერა შეუძლია - ორკესტრთან ერთად შესრულებული Moon River

"რუსთავი 2"-ზე თოქ-შოუ "სხვა შუადღეში" პროექტ "ნიჭიერის" მონაწილე ამალია ჯიბლაძე იყო მიწვეული, რომელმაც ნიკა მემანიშვილის ხელმძღვანელობით, ორკესტრთან ერთად კიდევ ერთხელ შეასრულა სიმღერა Moon River.

შეგახსენებთ, "ნიჭიერის" მონაწილის მიერ კონკურსზე შესრულებულ სიმღერას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. სოციალურ ქსელებში თვითნასწავლ მომღერალს პლუს-ფონოგრამაზე სიმღერაში დასდეს ბრალი.