BMW-ს მარკის ავტომობილი, რომელსაც ნასვამი ქალი მართავდა, გაჩერებაზე კონტროლიორებს შეეჯახა


ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზევე დაიღუპა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

სამართალდამცველებმა მანქანის მძღოლი ქალბატონი ადგილზე დააკავეს. 

წინასაწარი ინფორმაციით, ის საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.