თინა მახარაძე - ”ეს ფოტოები მელიას მხარდასაჭერად გადავიღე”

ფოტოგრაფ ვახო ხეთაგურის ფოტოები
მსახიობმა თინა მახარაძემ გულშემატკივრები ახალი ფოტოსესიით გაანებივრა. 
სოციალურ ქსელში გაზიარებულ ბმულზე კი შემდეგი სათაური დაწერა - "მართლა ახალგაღვიძებული, მართლა ჩემს სახლში და მართლა მე. By the way: მე ვარ მსახიობი, არ ვარ მოდელი, არ მაქვს იდეალური თუ რაღაცნაირი პარამეტრები, ვარ: 160 სმ (ჯიპისის სასწორს თუ დავუჯერებ, მაგდენიც არა.) 
45 კგ. უმაკიაჟო და უფოტოშოპო. უგლამურო და უმაქმანო. ხოდა ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი, რაც ამ ფოტოებში ჩავდე, არის ის რომ, სინამდვილე და სიახლე ასწორებს, მაგრამ თქვენ ხმა მაინც ნიკა მელიას მიეცით".