ვფლობ მასალებს, თუ როგორ იბირებდა ჟურნალისტებს თქვენს წინააღმდეგ სამუშაოდ - მოროშკინა ღარიბაშვილს

ლალი მოროშკინა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს და ვიდეომასალას ავრცელებს:
ლალი მოროშკინა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს და ვიდეომასალას ავრცელებს:
''ბატონო ირაკლი, არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა, შესაბამისად, "ნაციონალური მოძრაობა" ხვდება თავის კრახს და გადადის "ოცნებაში" ჩანერგილი დივერსანტების გააქტიურებაზე. ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფიგურა მალხაზ ჩიკვილაძეა-სუსის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი! ვფლობ მასალებს, თუ როგორ იბირებდა ის ჟურნალისტებს და სხვა უწყების თანამშრომლებს თქვენს წინააღმდეგ სამუშაოდ.


შეგახსენებთ, რომ ეს ის მალხაზ ჩიკვილაძეა, რომელიც ყოფილი ზონდერ მთავრობის გენ.ინსპექციის უფროსის ვასილ სანოძის მოადგილე იყო და კარგად ჩანს მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ კისტის თოფიდან სროლის კადრებში.უმორჩილესად გთხოვთ, საბოტაჟის თავიდან ასაცილებლად შეუჩეროთ ამ ადამიანს უფლებამოსილება.''- წერს მოროშკინა სოციაულრ ქსელში.